1 7 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სან-ფრანცისკოში Globalize Silicon Valley Conference-ზე „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრულ ტრანსფორმაციაზე ისაუბრეს

Globalize-ის რიგით მეოთხე კონფერენცია სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველზე,  „თეგეტა ჰოლდინგის“  მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება Google Cloud Campus-ში ჩატარდა და ქართულ და ამერიკულ დიასპორას, სილიკონ ველის ინვესტორებს, ადგილობრივი ტექქომუნითის, სტარტაპებისა და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. დამსწრე აუდიტორიას 10-მა ქართულმა სტარტაპმა საკუთარი ბიზნესიდეა გააცნო.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კონფერენცია იყო, სადაც მოწვეულმა სპიკერებმა გლობალურ აუდიტორიას ბიზნეს გამოცდილება გაუზიარეს. სპიკერებს შორის იყო  „თეგეტა ჰოლდინგის“  ციფრული ტრანსფორმაციის მრჩეველი. ნიკა კოხოძემ ისაუბრა ციფრულ რეალობაზე და ამ სამყაროში  „თეგეტა ჰოლდინგის“  ხედვასა და გამოცდილებაზე.

ნიკა კოხოძე,  თეგეტა ჰოლდინგის“  ციფრული ტრანსფორმაციის მრჩეველითეგეტაროგორც მულტიბრენდული კომპანიაგამორჩეულია არა მხოლოდ საქართველოსარამედ მსოფლიო ბაზარზესწორედ ამიტომ ჩვენი მიზანიაციფრული მიმართულებითაც შევინარჩუნოთ თეგეტას სტანდარტი და ხარისხიდიგიტალიზაცია ავტოინდუსტრიაში -  სწორედ ეს იყო თეგეტას მთავარი სათქმელი  Globalize Silicon Valley Conference-ის ფარგლებშიამ მიმართულებით ჰოლდინგში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმებასწორედ  თეგეტაა“  პირველივინც საქართველოს ბაზარზე ავტომობილების ონლაინ შერჩევისა და ყიდვის შესაძლებლობა შექმნაასეთ ინოვაციებზე დგას ჩვენი სამომავლო გეგმები დიგიტალიზაციის მიმართულებით

რაც შეეხება კალიფორნიაში,  Google Cloud Campus-შიგამართულ ღონისძიებასჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებასთეგეტას მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაზე სხვადასხვა ქართულ სტარტაპს მიეცა შესაძლებლობათავისი პროდუქტი უცხოელი ინვესტორებისთვის გაეცნორაც ვფიქრობ მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი სამომავლო განვითარებისთვის“.

ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში,  „თეგეტა ჰოლდინგში“  აქტიურად ინერგება სხვადასხვა სერვისი. მათ შორის მნიშვნელოვანია  E-commerce მიმართულება და თეგეტას ონლაინ მაღაზია shop.tegetamotors.ge.  კომპანიის სერვის ცენტრებში პროცესები უკვე მაქსიმალურად დიგიტალიზებულია,  დანერგილია რიგების მართვის სისტემა,  მწვანე ოფისის კონცეფციის ფარგლებში კი ფურცლის გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი. მხოლოდ 2022 წელს ამ პროექტის შედეგად 1000-ამდე ხე გადაურჩ ამოჭრას.

Globalize-ის მეოთხე კონფერენციას, სადაც  „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრულ ტრანსფორმაციაზე გაკეთდა აქცენტი,  300-ამდე სტუმარი დაესწრო. Globalize არის ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპებისა და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას,  ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით.  Globalize Community უკვე აერთიანებს 5,000-ამდე წარმატებულ ქართველ პროფესიონალს საზღვარგარეთ,  ორგანიზაციას უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფები 12-ამდე ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში,  დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობსრაც მსუბუქსატვირთო და სამშენებლოასევე კომერციულსამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავსმთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვსხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებსთეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს  Porsche, Volvo, Toyota, Mazda.  სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდებიროგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვებითეგეტა მსოფლიოს 300-ზემეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.  თეგეტა ჰოლდინგი,  3000-მდე თანამშრომლითდღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...

  • 17:43

    თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯ...

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვა...

  • 12:13

    თიბისი კაპიტალმა კაპიტალის ბაზრების შესახებ შეხვედ...

    თიბისი კაპიტალმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან - Fitch Ratings-თან და Scope Ratings-თან ერთად, კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული შეხვედრა ჩაატარა.   შეხვედრაში, სარეიტინგო კომპანიებთან ე...

  • 16:21

    04.04.2025- დან, ყოველი თვის ორმაგ თარიღში, თიბისი...

    თიბისი განაწილება მომხმარებლებისთვის ყოველი თვის ორმაგ თარიღში განსაკუთრებულ შეთავაზებებს აანონსებს. პირველად, დამატებითი სარგებლით ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას, 04/04 რიცხვში, ICR- ის და O...

  • 15:58

    თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება: სავალ...

    პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, უკვე გვაქვს სრული სურათი 2024 წელს უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყაროების შესახებ. გასული წლის განმავლობაში, მთლიანი სავალუტო ...