1 7 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილის მფლობელი ეკიპაჟი #52 გახდა - გუნდის მხარდამჭერი „თეგეტა მოტორსი“ იყო

Rally Adventure Georgia-ს საქართველომ წელს მეხუთედ უმასპინძლა. ის ყველაზე მასშტაბური საავტომობილო შეჯიბრებაა, რომელიც უგზოობის პირობებში  იმართება. სათავგადასავლო რალის მონაწილეების - მაო გოშაძისა და მარიამ ხოსიტაშვილის ეკიპაჟი #52-ის მხარდამჭერი წელს „თეგეტა მოტორსი“ იყო.

პილოტმა მაო გოშაძემ ქალთა კატეგორიაში ნათლულთან, მარიამ ხოსიტაშვილთან, ერთად იასპარეზა. წლევანდელი სათავგადასავლო რალი მაოს ქალიშვილის, მარიამ ნანობაშვილის, ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც წინა წლებში ეკიპაჟი N52-ის შტურმანი იყო.

Rally Adventure Georgia-ს მეორე საპრიზო ადგილი სწორედ ეკიპაჟმა #52-მა დაიკავა. მათი ავტომობილის ტექნიკურად გამართვასა და რალისათვის შესაბამის აღჭურვილობაზე კი „თეგეტა მოტორსმა“ იზრუნა. 

მარიამ ხოსიტაშვილი, #52 ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი:  „ეკიპაჟი #52 რალიში  მესამედ მონაწილეობს, თუმცა მე შეჯიბრებაში პირველად ჩავერთე და შტურმანის ადგილი დავიკავე.  პასუხისმგებლობა ძალიან დიდი იყო, რადგან შტურმანობისთვის სწორედ მარიამ ნანობაშვილმა მომამზადა. სამი თვის განმავლობაში მავარჯიშებდა, მიხსნიდა, მასწავლიდა. ოფროუდის გამოცდილება არასდროს მქონია, თუმცა  ინტერესი ყოველთვის მქონდა. სწორედ მარიამ ნანობაშვილი დამეხმარა, რომ  რალიში პირველი ნაბიჯები გადამედგა. ემოცია  გაცილებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი.  

ჩვენი ეკიპაჟის ასპარეზობა მარიამ ნანობაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ეს იყო მთავარი მოტივაცია გუნდისთვის და პირადად ჩემთვისაც. მინდოდა,  საკუთარი თავი გამომეცადა, მაინტერესებდა, რამდენად გავართმევდი თავს იმ სირთულეებს, რომლებსაც მარიამისა და მაოს გამოსვლებში აქამდე მხოლოდ შორიდან ვადევნებდი თვალს.  ვფიქრობ, ეს შეჯიბრება თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ წინააღმდეგობების გადალახვისას სქესი დაბრკოლება არ არის. ასპარეზობისას  სირთულეს  ვერ აღიქვამ,  იმდენად ორიენტირებული ხარ მიზანზე. წინააღმდეგობებთან შეჯახება  კი თავდაჯერებულობას გმატებს და კიდევ უფრო გაძლიერებს“.

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“  მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: თეგეტა მოტორსისთვის“ ქალთა გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთ აქტივობას ვახორციელებთ. სწორედ ეს იყო  ჩვენი მთავარი მოტივაცია, რომ ოფროუდით გატაცებული ქალებისთვის დაგვეჭირა მხარი. წელსაც Rally Adventure Georgia-ს ერთ-ერთი ეკიპაჟის სპონსორები ვიყავით და მიხარია, რომ მათ მეორე ადგილი დაიკავეს ასპარეზობაში. რაც შეეხება რალის, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩავერთოთ ამ სფეროს განვითარებაში და ამ პროცესშიც შევიტანოთ წვლილი“.

სათავგადასავლო რალი საქართველო-2023-მა სტარტი 1-ელ ოქტომბერს თბილისიდან აიღო და ერთ კვირას გაგრძელდა. შეჯიბრების მარშრუტი ყოველწლიურად იცვლება, წესები კი - არა.  რალის თითოეული ეკიპაჟი ორი წევრისგან შედგება: მათგან ერთი ან ორივე აუცილებლად ქალი უნდა იყოს. ქალების მონაწილეობა სათავგადასავლო რალიში ღონისძიების კონცეფციის ნაწილია. შეჯიბრების  მიზანია, დაამსხვრიოს სტერეოტიპი და საზოგადოებას აჩვენოს, რომ უგზოობის პირობებში ავტომობილის მართვა ქალების გატაცებაც შეიძლება იყოს და რომ ამ რთულ მისიას ქალები საუკეთესოდ ართმევენ თავს.

წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი  მთავარი მისიაც ჰუმანიტარული იყო. ასპარეზობის პარალელურად, მონაწილეებმა ორ რეგიონში, იმერეთსა და სამეგრელოში, დახმარება 50 ოჯახს აღმოუჩინეს.

Rally Adventure Georgia-ს მონაწილეებს გზად სასტუმრო საირმემ უმასპინძლა. რალი 7 ოქტომბერს სტეფანწმინდაში, სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi-ში დასრულდა. შეჯიბრების დასასრულს წარმატებული მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...

  • 17:43

    თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯ...

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვა...

  • 12:13

    თიბისი კაპიტალმა კაპიტალის ბაზრების შესახებ შეხვედ...

    თიბისი კაპიტალმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან - Fitch Ratings-თან და Scope Ratings-თან ერთად, კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული შეხვედრა ჩაატარა.   შეხვედრაში, სარეიტინგო კომპანიებთან ე...

  • 16:21

    04.04.2025- დან, ყოველი თვის ორმაგ თარიღში, თიბისი...

    თიბისი განაწილება მომხმარებლებისთვის ყოველი თვის ორმაგ თარიღში განსაკუთრებულ შეთავაზებებს აანონსებს. პირველად, დამატებითი სარგებლით ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას, 04/04 რიცხვში, ICR- ის და O...

  • 15:58

    თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება: სავალ...

    პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, უკვე გვაქვს სრული სურათი 2024 წელს უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყაროების შესახებ. გასული წლის განმავლობაში, მთლიანი სავალუტო ...