2 3 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა ჰოლდინგმა“ აზიის განვითარების ბანკის მედიატურს უმასპინძლა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის მედიატური გაიმართა. ღონისძიების მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოსთან 16-წლიანი პარტნიორობის შედეგების გაცნობა იყო. პირველი კომპანია, რომელსაც ტურის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია ჟურნალისტებთან ერთად ეწვია, „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კომპანიის ცენტრალურ ოფისში განთავსებული ელექტრომობილები დაეთვალიერებინათ და მიეღოთ ინფორმაცია „თეგეტასა“ და ADB-ს ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით.

 „თეგეტა ჰოლდინგი“ რეგიონის მასშტაბით პირველი კომპანიაა საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში, რომელმაც მწვანე სტატუსის ობლიგაციები გამოუშვა და მისი მთავარი ინვესტორი სწორედ აზიის განვითარების ბანკია. ინვესტიციის მოცულობა 20 მილიონი ლარია (დაახლოებით $7.6 მილიონი). კომპანიამ აღნიშნული თანხა ნულოვანი ემისიის მქონე, მსუბუქი, საგზაო და არასაგზაო ელექტროტრანსპორტის იმპორტსა და საქართველოს დასამუხტი სადგურების ქსელის 70 ახალი სადგურით გაფართოებას მოახმარა.  

მანანა ხინაშვილი,თეგეტა ჰოლდინგის“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:  „თეგეტა ჰოლდინგი“ რეგიონში პირველი კომპანიაა, რომელმაც მწვანე ობლიგაციები განათავსა კაპიტალის ბაზარზე ლარში. ამ ნაბიჯით ავტოინდუსტრიაში კიდევ ერთი პრეცედენტის ავტორი გავხდით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტის მთავარი ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია. 2022 წლიდან „თეგეტას“ ADB-სთან მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს. ვგეგმავთ მასშტაბურ პროექტებს, გრძელვადიან პროგრამებს, რომლებიც ელექტრომანქანების ეკოსისტემის განვითარებას ითვალისწინებს საქართველოში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

„თეგეტამ" ეკოლოგიური ტრანსპორტის სეგმენტის კიდევ უფრო განვითარების ვალდებულება აიღო. ეს კი დივერსიფიცირებული ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, რაც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია“.

ADB-ს საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტირებით, რეფორმების მხარდაჭერითა და ცოდნის გაღრმავებით. სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონულ თანამშრომლობასა და ინტეგრაციას და კერძო სექტორის ხელშეწყობას ეკონომიკური ზრდისთვის, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კლიმატის ცვლილებას.

ტატო ცინცაძე, ADB-ის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი (კერძო ინფრასტრუქტურა): "ADB, როგორც აზიისა და ოკეანეთის კლიმატის ბანკის მთავარი პრიორიტეტია კლიმატის ცვლილების შერბილება და ამ პროცესით გამოწვეული სირთულეების დაძლევა. „თეგეტას“ გრძელვადიანი სტრატეგია თანხვედრაშია აზიის განვითარების ბანკის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, რაც გულისხმობს ტრანსპორტის სექტორის დეკარბონიზაციას და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ 2023 წელს მწვანე ობლიგაციის ემისიით დაწყებული ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა, მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება".

მედიატური წინ უძღოდა 2-5 მაისს დაგეგმილ აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას, რომელსაც საქართველო პირველად მასპინძლობს. მაღალი დონის ღონისძიებაზე ყოველწლიურად რამდენიმე ათასი დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის ფინანსთა მინისტრები, ცენტრალური ბანკების მმართველები, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან და წარმოადგენს დისკუსიების, ახალი სტრატეგიების გაცნობისა და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარების მაღალი დონის პლატფორმას.

ADB საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორია და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას 2007 წლიდან უჭერს მხარს. აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის დღემდე გაცემული სესხების, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების მოცულობა თითქმის 5 მლრდ დოლარს შეადგენს.

---

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...