1 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები Shell-ის ზეთებზე

 

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. სანამ სასიამოვნო დასვენებას დაგეგმავთ, არ დაგავიწყდეთ, რომ შორ გზაზე მგზავრობისას ავტომობილის შემოწმება ის აუცილებელი პირობაა, რაც უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას განსაზღვრავს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ზამთრის შემდეგ შემოწმებას საჭიროებს - ძრავის ზეთია. მისი მთავარი დანიშნულებაა, უზრუნველყოს მანქანის ძრავის გამართული ფუნქციონირება. ზეთი იცავს ძრავის დეტალებს კოროზიისგან. იმისათვის რომ დავიცვათ ძრავის ცვეთადი ნაწილები და ავტომობილმა გამართულად იმუშაოს, აუცილებელია შევამოწმოთ ზეთის რესურსი და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩავანაცვლოთ.  

„თეგეტა მოტორსი“ საგაზაფხულოდ მომხმარებელს Shell-ის ბრენდის უმაღლესი ხარისხის  პროდუქციაზე სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს.

·         30%-იანი ფასდაკლება „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში

„თეგეტა მოტორსი“ ცენტრალურ ფილიალში Shell-ის პრემიუმ ბრენდის ნებისმიერი სიბლანტის ზეთებზე 30%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ.

·         25% ფასდაკლება Tegetashop.ge-ზე

„თეგეტა“ სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ მაღაზიის დახმარებით გთავაზობთ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. თუ „თეგეტა შოპის“ საშუალებით Shell-ის ბრენდის ზეთს შეიძენთ,  25%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

·         20%-იანი ფასდაკლება „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში

20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში  Shell-ის ზეთების სრულ ასორტიმენტზე.  

ბრიტანული ბრენდი Shell-ი მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებლად ითვლება.  Shell არის პირველი კომპანია, რომელმაც გამოიყენა GTL - ბუნებრივი აირის გათხევადების ტექნოლოგია საწვავისა და ზეთის წარმოებაში. რაც ძრავის ზეთის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს. როდესაც Shell-ის პროდუქტის ხარისხსა და მაღალტექნოლოგიურობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ბრენდი გლობალური ავტოინდუსტრიის ლიდერი მწარმოებლების პარტნიორია და თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: BMW Motorsport, Scuderia Ferrari, Maserati, Ducati, Nissan, Hyundai Motorsport და უამრავი სხვა.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...