თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
ახალი Volvo EX30-ის პრეზენტაციამდე ერთ დღეზე ნაკლები რჩება. შვედური ბრენდის მოდელებს შორის ეს იქნება ყველაზე ეკომეგობრული ავტომობილი, რომლის გამონაბოლქვიც მინიმუმამდეა შემცირებული.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პატარა, სრულიად ელექტრო SUV-ის შემთხვევაში ნახშირბადის გამოყოფა 25%-ით არის შემცირებული ვოლვოს სრულად ელექტრიფიცირებულ C40 და XC40 მოდელებთან შედარებით.
როგორც ელექტრომობილს, Volvo EX30-ს აქვს ნულოვანი გამონაბოლქვი, რაც, ცხადია, CO2-ის დაბალ ნაკვალევსნიშნავს. ამასთანავე, ავტომობილის მიერ ნახშირბადის გამონაბოლქვის შესამცირებლად ელექტრიფიკაცია საკმარისი არ არის. ავტომობილი არა მხოლოდ იმართება, ის ასევე შექმნილია, განვითარებულია, შემუშავებულია და ტრანსპორტირდება - ვოლვომ თითოეულ ეტაპზე გაითვალისწინა სათბური გაზების ემისიების შემდგომი შემცირების საკითხი.
ანდერს კერბერგი, ვოლვოს მდგრადობის გლობალური ხელმძღვანელი: „ჩვენ მიზნად ვისახავთ, 2025 წლისთვის ჯერ 40 პროცენტით შევამციროთ CO2-ისგამონაბოლქვი, ხოლო 2040 წლისათვის კლიმატის თვალსაზრისით ნეიტრალურ კომპანიად ვიქცეთ. ამის მიღწევა მხოლოდ კომპლექსური მიდგომით არის შესაძლებელი, რაშიც წარმოების ჯაჭვს დიდი ადგილი უჭირავს, უფრო მეტიც, ფაქტობრივად, მასზეა დამოკიდებული“.
შვედური ავტოგიგანტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად ახალი Volvo EX30-ის გამოშვება დიდი წინგადადგმული ნაბიჯია: უპირველეს ყოვლისა, პატარა ავტომობილის დაპროექტება ნიშნავს იმას, რომ მის დასამზადებლად ნაკლები მასალაა საჭირო. ალუმინი და ფოლადი კი ის ორი ყველაზე დიდი მიზეზია წარმოებაში, რომლებსაც CO2-ის გამოყოფა უკავშირდება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც, მომხმარებელთან ერთად, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მსოფლიო არსებითად შეიცვალოს.
ვოლვოს ახალი პატარა SUV-ის კონსტრუირებისას, სხვა მოდელებთან შედარებით, ნაკლები ფოლადი და ალუმინი გამოიყენება, ავტომობილი უმეტესწილად გადამუშავებული მასალისაგან მზადდება. იგივეამიდგომა სალონისა და ფუნქციონალის შემთხვევაშიც. ვოლვოს დიზაინერებმა Volvo EX30-ის რამდენიმე ფუნქცია გააერთიანეს ერთ კომპონენტში. ეს კი, თავის მხრივ, ავტომობილში საჭირო ნაწილების რაოდენობას ამცირებს.
ემისიების შემცირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვი, მაგალითად, სუფთა ენერგიის მიწოდების გზით. Volvo EX30-ს კონსტრუირება ხდება ქარხანაში, რომელიც მაღალი დონის კლიმატნეიტრალური ენერგიით, მათ შორის 100 პროცენტით კლიმატნეიტრალური ელექტროენერგიითმუშაობს.
რაც შეეხება მიწოდების ჯაჭვს, ვოლვო ისეთ მწარმოებლებთან თანამშრომლობს, რომელთა დიდი უმრავლესობა ვალდებულია, 2025 წლისთვისწარმოებაში 100%-ით კლიმატნეიტრალური ენერგია გამოიყენოს.
რაც შეეხება ახალი მოდელის ინტერიერსა და სავარძლებს, კარს ან თუნდაც პანელებს, ვოლვო ამ შემთხვევაშიც გადამუშავებული და განახლებადი მასალების ფართო სპექტრს იყენებს, მათ შორის ისეთი მასალების ჩათვლით, როგორებიცაა ჯინსი, სელისა და მატყლის ნაზავი, რომელთა დაახლოებით 70% რეციკლირებული პოლიესტერია.
ვოლვოში მიაჩნიათ, რომ კლიმატნეიტრალურ კომპანიად გარდასახვის გზაზე მთავარი ამოცანის შესრულებას ბრენდი მხოლოდ მომხმარებელთან ერთად შეძლებს. მაგალითისათვის, ახალი ეკომეგობრული Volvo EX30-ით გადაადგილებისას თითოეულ მომხმარებელს საკუთარი როლი აქვს CO2-ს ზემოქმედების შესამცირებლად. ეს კი, საბოლოოდ, დადებითად აისახება არა მხოლოდ მძღოლზე, არამედ გარშემომყოფებსა და ეკოლოგიაზე.
ახალ Volvo EX30-ს ვოლვოს თაყვანისმცემლები და ფართო აუდიტორია
სულ რამდენიმე საათში, 7 ივნისს იხილავს.
----
გასულ წელს Volvo Car Group-ის საოპერაციო მოგებამ 22.3 მილიარდი შვედური კრონი შეადგინა. გლობალური მასშტაბით ვოლვოს 615,121 ავტომობილი გაიყიდა და შემოსავალმა 330,1 მილიარდ შვედურ კრონს მიაღწია.
სკანდინავიური ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. კავკასიის რეგიონში კი მას „ვოლვო ქარ კავკასია“ წარმოადგენს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები