თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
საქართველოს ბანკი, როგორც ციფრული ბანკი, საერთაშორისო აღიარების მოპოვებას აქტიურად განაგრძოს. ამჯერად ბანკმა რიგით 23-ე Banking Tech Awards-ზე მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ინიციატივად საქართველოს ბანკის SuperApp-ი აღიარა.
რა არის SuperApp? ჩვენი მობილურები უამრავ ისეთ აპლიკაციას აერთიანებს, როგორებიცაა: ტაქსის გამოძახების, ბილეთების შეძენის, ონლაინ მაღაზიების, სხვადასხვა ბანკებისა თუ ფინანსური ინსტიტუტების მობილური აპლიკაციები. ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ჩვენ ხშირად გვიწევს ამ სერვისებით სარგებლობა. ყველაზე დიდი გამოწვევა კი ისაა, რომ ზემოხსენებული სერვისები ერთ სივრცეში არ არის ხელმისაწვდომი და თითოეული პლატფორმის ცალ-ცალკე გამოყენება დღეში რამდენჯერმე გვიწევს. Super app კი სწორედ ისეთი აპლიკაციაა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებსა და სერვისების გარდა კიდევ სხვა მრავალი ტიპის მომსახურებას ერთ სივრცეში აერთიანებს.
სწორედ ამ იდეით საქართველოს ბანკმა Banking Tech Awards 2022-ზე აღიარება ისეთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტებთან კონკურენციაში მოიპოვა როგორიცაა: Union Bank of India; Standard Bank Group; DBS Bank; Davivienda; CTBC Bank; BPI; BNP Paribas.
„საქართველოს ბანკის მობილბანკის Super app-ად ქცევის ინიციატივა ბანკის მხრიდან პირველად BOG UPDATE-ზე გაჟღერა. უკვე გადაიდგა კიდეც კონკრეტული ნაბიჯები და მობილბანკში უკვე ხელმისაწვდომია ისეთი სერვისები, როგორიცაა: ღია ბანკინგი; ინვესტიციების მოდული, რომელსაც დაემატება კრიპტოვალუტებით ვაჭრობის შესაძლებლობა; ავტო პასუხისმგებლობის დაზღვევის სერვისი, სამოგზაურო დაზღვევა რომელსაც ავტო დაზღვევაც დაემატება, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი სასურველი პოლისის გააქტიურებას მომენტალურად შეძლებს. სამგზავრო ბარათის შეძენა; Lifestyle შეთავაზებები - სივრცე, ერთგვარი შეთავაზებათა კომპლექტი, რომელსაც ბანკის მომხმარებელს ჩვენი 12,000-ზე მეტი პარტნიორი სთავაზობს. ესაა ფასდაკლებები, საჩუქრები, საკრედიტო პროდუქტებზე შეღავათი და სხვა. ესაა ერთგვარი მარკეტფლეისი, სადაც შესაძლებელია ელექტრონული ანგარიშსწორება, პროდუქტის ნაწილ-ნაწილ ყიდვა და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით და ამ ყველაფერს სულ მალე დაემატება: QR ტექნოლოგიის საშუალებით თანხის განაღდება, მიღება, შეძენა – რომელიც მობილბანკს მისცემს შესაძლებლობას უფრო მეტად გააციფრულოს ნაღდი ფულის ოპერაციები. სწორედ ეს ყველაფერი, მის საბანკო სერვისებთან ერთად, აძლევს საქართველოს ბანკის აპლიკაციას საშუალებას, გახდეს სუპერ აპი, მოიპოვოს საერთაშორისო აღიარება და მარტივად დააკმაყოფილოს მომხმარებელთა არამხოლოდ საბანკო, არამედ ყოველდღიური, ცხოვრებისეული საჭიროებები. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს ვისი შრომის შედეგიცაა ასეთი აღიარება და მადლობა Banking Tech Awards რომ დააფასა ჩვენი მუდმივი მცდელობა, ვიყოთ მომხმარებლის საჭიროებების სადარაჯოზე”,- განაცხადა ლევან კობახიძემ, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები