ლიბერთი განათლებისთვის - სამეგრელოში ქალი ფერმერები გადამზადნენ
2023-03-13 14:02:36
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ლიბერთის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონის 300-მდე ფერმერმა ქალმა ბიზნესის დაწყებისა და განვითარების შესახებ ტრენინგები გაიარა. ტრენინგები ისეთ მნიშვნელოვან თემებს აერთიანებდა, როგორებიცაა: მეწარმეობა, საინვესტიციო წინადადებების მომზადება, ბიზნესგეგმის შედგენა, საბანკო პროდუქტები და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საგრანტო პროგრამები. სასწავლო კურსი, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, ფერმერთა სკოლის მონაწილე ქალებმა გაიარეს. კურსის დასრულების შემდეგ მათ სერტიფიკატებიც გადაეცათ. 2021 წლიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, ფერმერთა სკოლები ფუნქციონირებს. ფერმერთა სკოლებში მონაწილეები იტალიური ყველის დამზადებას სწავლობენ, ლიბერთის ტრენინგცენტრის კურსის ფარგლებში კი მეწარმეობის, ლიდერობისა და ბიზნესის ადმინისტრირების პრინციპებს ეცნობიან. ამას გარდა, ისინი ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერებასაც იმაღლებენ. აღსანიშნავია, რომ ლიბერთი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და ფერმერთა სკოლაში ჩართულობაც სწორედ ამ პრინციპების მხარდაჭერის ნაწილია. ფერმერთა სკოლები პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ნაწილია და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.
9 წლის წინ ადგილობრივ ბაზარზე აზიური სამზარეულოს რესტორანი „ბანგკოკი“ გამოჩნდა, რომელსაც ქართულ გემოებთან ადაპტირებული მენიუ გამოარჩევს. ერთი მხრივ, მიზანი აზიური კერძების პოპულარიზაცია ი...
ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებისა და ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელებისთვის აპრილი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და გრძელვადიანი შეთავაზებებით სრულდება. 25 აპრილიდან თი...
ქართული და ევროპული ფეხბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავის - გიორგი მამარდაშვილის შთამაგონებელ ისტორიას თავდაუზოგავ შრომაზე, მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე, თიბისი ადამიანებთან კიდევ უფრო ახლოს მიიტანს, რათ...
კომპანია „ემპი დეველოპმენტმა“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კ...
25 აპრილს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - ...
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების...
კომენტარები