თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
|
J.P. Morgan „თეგეტასთან“ გრძელვადიან თანამშრომლობას გეგმავს
მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, J.P. Morgan-ის დელეგაცია „თეგეტა ჰოლდინგს“ საქმიანი ვიზიტით ეწვია. საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები სათავო ოფისის ინფრასტრუქტურას გაეცნენ და კომპანიის მენეჯმენტის გუნდს შეხვდნენ.
მხარეებმა რეგიონში უცხოური ფინანსური რესურსების მოზიდვის პერსპექტივასა და კომპანიის მიერ საშუალო ვადაში ევრობონდების გამოშვების პოტენციალი განიხილეს.
J.P. Morgan-ის წარმომადგენლებმა ჰოლდინგის გლობალური გეგმები და ფინანსური შედეგები დადებითად შეაფასეს. აღნიშნეს, რომსაერთაშორისო ბაზარზე საავტომობილო ინდუსტრიისა და ქართული კომპანიების მიმართმზარდი დაინტერესება შეინიშნება.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა ჰოლდინგის სამომავლო გეგმები საერთაშორისო ბაზრებზე ჰოლდინგის პოზიციონირების გაძლიერებაა. კომპანია, როგორც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრებზე აქტიური ემიტენტი, სამომავლოდ ევრობონდების ემისიას განიხილავს. საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან სწორედ ევრობონდების ემისიაზე ვისაუბრეთ“.
მსოფლიოს უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა, J.P. Morgan-მა „თეგეტა ჰოლდინგი“ ივნისში ლონდონში დაგეგმილ კონფერენციაზე მიიწვია. საერთაშორისო ღონისძიებაზე „თეგეტა“, როგორც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ლიდერი, პარტნიორებს საკუთარ საქმიანობას გააცნობს.
„თეგეტა ჰოლდინგმა“ 2023 წელს 7 ემისია განახორციელა, განთავსებული ფასიანი ქაღალდების ჯამურმა მოცულობამ კი 300 მლნ ლარი შეადგინა, ინვესტორთა რაოდენობამ 477 მიაღწია, საიდანაც 30% არარეზიდენტი ფიზიკური პირია.„თეგეტა ჰოლდინგის“ სახელს უკავშირდება ეროვნულ ვალუტაში კავკასიაში პირველი მწვანე ფასიანი ქაღალდებისა და პირველი ფასიანი ქაღალდების ფიზიკური პირებისთვის ლარშიგამოშვება.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. [I=1] ნიკა მაღრა...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები