0 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ყველაფერი ბიზნესისთვის - ფინანსური მხარდაჭერის მრავლფეროვნება და მარტივი პროცესები თიბისიში

თიბისიში ყველაფერია ბიზნესისთვის, განვითარების რომელ ეტაპზეც არ უნდა იყოს კომპანია. დღეს გაგაცნობთ მრავალფეროვან სასესხო პროდუქტებს, რომელსაც თიბისი  მცირე და საშუალო ბიზნესს და სტარტაპებს სთავაზობს.

თიბისის არსენალშია ბიზნესზე მორგებული სესხების სხვადასხვა ვარიანტი. საბრუნავი კაპიტალის, გაფართოებისა და ბიზნესის სხვადასხვა საჭიროების მხარდასაჭერად.

“საკმარისია ხედავდე იდეას” - ინოვაციური იდეის შემთხვევაში, რომლის მომგებიან ბიზნესად გადასაქცევად ფინანსური რესურსია საჭირო, თიბისი სტარტაპ სესხს გთავაზობთ, რომელიც გაიცემა სტარტაპებისთვის და არ მოითხოვება ქონებრივი უზრუნველყოფა, თანამონაწილეობა და გამოცდილება.

მთავარი კრიტერიუმი სესხის მისაღებად არის იდეა. თიბისიმ ინვაციური სტარტაპ იდეების დაფინანსება ერთი წლის წინ დაიწო და პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 18 სტარტაპი და ჯამში 2.5 მილიონ ლარამდეა გაცემული. თიბისი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში სტარტაპ ბიზნესის დაფინანსება დაიწყო.

თიბისიში ბიზნესებისთვის  ყველა საჭირო პროდუქტია დანერგილი - ბიზნეს/აგრო სესხი, საკრედიტო ხაზი, ბიზნეს განვადება, ბიზნეს ოვერდრაფტი, საბანკო გარანტია, აკრედიტივი, ამ პროდუქტებთან ერთად ხელმისაწვდომია სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული სესხები - აწარმოე საქართველოში და შეღავათიანი აგრო-კრედიტი. 

ბიზნეს/აგრო სესხი შეიძლება გაიცეს ნებისმიერი ბიზნეს მიზნობრიობით, ისევე როგორც სამომხმარებლო ან იპოთეკური მიზნობრიობით.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესი სესხის მისაღებად?

სესხის დამტკიცების პროცესში პირველ რიგში ყურადღება ექცევა რამდენად სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებულია ბიზნესი.   ვაფასებთ  პროექტის რისკიანობას, ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებელს მივცეთ რჩევები და გავუზიაროთ რომელ სექტორში, რა მოცულობით იქნება ინვესტიციების განხორცილება უმჯობესი მისი ბიზნესისთვის.

ბიზნეს სესხის აღების გამარტივებული პროცესები

თიბისიში დანერგილია ბიზნეს სესხის აღების გამარტივებული პროცესები. კლიენტებს შეუძლიათ  დისტანციური მომსახურებით, ბანკში მისვლის გარეშე აიღონ სესხი. ამ შემთხვევაში ყველა საჭირო დასტური და ხელმოწერა დისტანციურად კეთდება. 

ამასთან ერთად თიბისიმ ბიზნესისთვის დანერგა ვიდეო ვიზიტების პროცესი. თუკი სტანდარტული დაკრედიტების შემთხვევაში სავალდებულოა, ექსპერტმა ადგილზე შეამოწმოს ობიექტი და ასე გააკეთოს მისი ფინანსური ანალიზი, ვიდეო ვიზიტების პროცესი გულისხმობს ობიექტის დათვალიერებას ვიდეო ზარით, რაც ნაკლებ დროსა და რესურს მოითხოვს და ამარტივებს სესხის აღების პროცესს. 

კიდევ ერთი სიახლე პროცესის გასამარტივებლად Signify-ით (ელექტრონული ხელმოწერა) დაკონტრაქტებას შეეხება. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესს აქვს Signify-ს მოწყობილობა, მას შეუძლია  მაგალითად იპოთეკის ხელშეკრულება ელექტრონული ხელმოწერით სახლიდან გაუსვლელად დაადასტუროს.

მომხმარებლეთა ცხოვრების გამარტივების მიზნით მხოლოდ თიბისიში დაინერგა რამდენიმე პროცესი, მაგალითად, არაუზრუნველყოფილი სესხი 250 000 ლარამდე, 200 000 ლარამდე სესხი ერთ დღეში და სხვ.

თიბისი აქტიურად მუშაობს, რომ გააჩინოს შესაძლებლობა ციფრულ არხებში წინასწარ დამტკიცებული ლიმიტების ათვისებაზე, რასაც ძალიან მალე შესთავაზებს ბიზნესს. ერთი სიტყვით, ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებზე მორგებული ყოვლისმომცველი საბანკო გადაწყვეტების უზრუნველსაყოფად თიბისიში ყველაფერია ბიზნესისათვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა...

    შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...

  • 12:23

    თიბისის მობაილბანკში სიახლეა - გაიგე, რომელია შენს...

    ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემა...

  • 12:20

    კოტე სულაბერიძე - ჩემი კავკასიონი...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22  მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”.  გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე ...

  • 11:20

    AWS GameDay - თიბისი IT აკადემიისა და AWS-ს ერთობლ...

    თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები დ...

  • 11:15

    „თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფი სატვირთოების, ავტ...

    „თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტის მფლობელებს მობილური ჯგუფის სერვისს სთავაზობს. კომპანიის გან...

  • 11:58

    თიბისი Global Trade Review-ს ჯილდოს ფინალისტია ნომ...

    თიბისი ვაჭრობის დაფინანსების ინდუსტრიაში წამყვანი საერთაშორისო მედია კომპანიის - Global Trade Review-ის ვაჭრობის ლიდერების ჯილდოს ფინალისტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბანკი აღნიშნულ ჯილ...

  • 11:44

    „დაფნა“ — მინიმალისტური კაფე თბილისისა და ბათუმში,...

    „დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის...