თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
თიბისიმ, USAID-თან პარტნიორობით, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) შემსწავლელი ორწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო. თანამშრომლობის მემორანდუმს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ დირექტორმა დევიდ ბლოოდმა 5 ივლისს თიბისი კონცეპტში გამართულ ღონისძიებაზე მოაწერეს ხელი. ღონისძიების ფარგლებში თიბისი ბანკისა და USAID-ის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა ისაუბრა.
პროექტი „TBCxUSAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 18 წელს ზევით მსურველების, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს შემდეგი მიმართულებებით: IOS Development, DevOps, Information Security, Python, React, Blockchain, TOT.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა ხელშეწყობა და გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ICT სფეროში დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ტრენინგ-პროგრამები წარიმართება თიბისის IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. კურსები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება, რაც კურსებს ხელმისაწვდომს გახდის რეგიონის ბენეფიციარებისთვის და ხელს შეუწყობს რეგიონში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში თიბისი IT აკადემიის ბაზაზე შეიქმნება iOS ლაბორატორია, რომელიც iOS Development-ით დაინტერესებულ სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას განივითარონ პრაქტიკული უნარები, მიუხედავად იმისა, თავად აქვთ თუ არა ხელმისაწვდომობა საჭირო აღჭურვილობაზე.
კურსების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი კარიერა ტექნოლოგიურ სფეროში, დასაქმდნენ თიბისისა და მის პარტნიორ კომპანიებში.
„თიბისისთვის განათლება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. არაერთი წელია თიბისი აკადემია, სხვადასხვა მიმართულებით, საგანმანათლებლო შესაძლებლობებს უქმნის დაინტერესებულ ადამიანებს. ამჯერად კი USAID-თან თანამშრომლობით ჩვენ ვქმნით საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც გულისხმობს ICT მიმართულებით კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების როგორც მომზადებას, ასევე გადამზადებას დღეს ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში. წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ თიბისიში და ჩვენს პარტნიორი ორგანიზაციებში“. - გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი.
აღსანიშნავია, რომ ორ კურსზე - iOS დეველოპმენტი და TOT დაწყებულია რეგისტრაცია. რეგისტრაცია მიმდინარეობს თიბისი აიტი აკადემიის ვებ-გვერდზე.
პროექტი „TBCxUSAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ეს არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა ტექნოლოგიების სფეროში, შეიცვალო ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებული ტექნოლოგიურ მიმართულებებში.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები