1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Euromoney-ის 3 ჯილდო მიიღო

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.

 

ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემოსავლიანი მომხმარებლებისთვის მათ მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებული, მუდმივად განვითარებადი, თანამედროვე მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის, ზედიზედ მესამედ მიიღო. ამასთანავე, თიბისი WM-მა, დამატებით, მაღალშემოსავლიანი კლიენტების მომსახურებისა და მდგრადობის ნომინაციებში გაიმარჯვა.

 

მდგრადობის ჯილდო თიბისი WM-მა ახალი ეკო ბარათებისთვის მიიღო. თიბისი WM მომხმარებლებისთვის, პირველი ეკომეგობრული, Visa Infinite საკრედიტო ბარათი შეიქმნა, რომელიც დამზადებულია გადამუშავებული მასალისგან. უმაღლესი კლასის ბარათის მომხმარებელს ავტომატურად შეაქვს წვლილი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) გლობალური და ადგილობრივი მიზნების მიღწევაში.

 

„მოხარული ვართ, რომ თიბისიმ პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მომხმარებლებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცხოვრების წესზე მორგებული მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზება, რითიც ადამიანებს ცხოვრებას  ვუმარტივებთ. სწორედ ამ ღირებულებისა და გამოცდილების შექმნისთვის მივიღეთ აღნიშნული ჯილდო, რომელიც დაგროვილი კაპიტალის მართვისა და პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულებით, ჩვენს მოწინავე პოზიციას უსვამს ხაზს და ადასტურებს, რომ მომხმარებლების საჭიროებებს სათანადოდ ვპასუხობთ და წარმატებით ვუბამთ ფეხს გლობალურ ტენდენციებს“, -  ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 

Euromoney მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გამოცემაა, რომელიც 50 წელია საერთაშორისო ფინანსურ მიმოხილვებს აქვეყნებს. დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღონისძიებაა საბანკო-საფინანსო ინდუსტრიაში. პერსონალურ საბანკო მომსახურებასა და დაგროვილი კაპიტალი მართვის მიმართულებით, Euromoney უკვე 20 წელია საერთაშორისო საბანკო სექტორს იკვლევს.   Euromoney-ის ჯილდო ისეთ კომპანიებსა და ადამიანებს გადაეცემათ, რომლებიც ლიდერობითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევიან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:07

    ტექნოლოგიები და ინოვაციები - Global Tech Weekend T...

    20-21-22 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს, რომელიც, ქართველ და უცხოელ  სტუმრებს ტექნოლოგიების სფეროში ისეთი მი...

  • 14:54

    თიბისი კონცეპტის 1+1 შეთავაზება წინანდლის მამულში...

    თიბისი კონცეპტი ერთგულ მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს მათ საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი შეთავაზებებით, განსაკუთრებით კი, დასვენების და ჯანსაღი ცხოვრების კატეგორიებში, ამიტომ მათ წინანდლის ...

  • 12:53

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მი...

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარული ნანა ბრეგვაძის, ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა. თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ...

  • 11:15

    „სერვალი“- ქუთაისის საფეხბურთო კლუბი, რომელიც თიბ...

    ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს ერთი მოედნის ნაწილად გვაქცევს. თითოეული ჩვენგანი მეთორმეტე მოთამაშედ ვემატებით და დროის ამოწურვამდე, ნებისმიერ ემოციას უშუალოდ განვიცდით. ...

  • 16:05

    თიბისი აგრობიზნესისთვის - აჭარული ლურჯი მოცვის მო...

    ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს.   მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქარ...

  • 14:34

    ბაირონ სმიტის და ჯაილზ კლარკის შეხვედრები თიბისი კ...

      ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის ფარგლებში, თიბისი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელების ფოტოგრაფ ბაირონ სმიტის და ფოტოჟურნალისტის ჯაილზ კლარკის ლექციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს.   ...

  • 14:17

    Service Clinic – „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პრო...

      „პორშე ცენტრი თბილისის“ ინიციატივით ბათუმში პირველად Service Clinic-ის პროექტი გაიმართა. მომხმარებელზე ზრუნვის იდეით შექმნილი პროექტის ფარგლებში,  26-27 აპრილს, პორშეს სერტიფიც...