თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...
თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...
|
დღეიდან თიბისი Google-ის გადახდების სისტემის გამოყენებას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თიბისის მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ Google-ის მარტივი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდებით Android-ისა და WearOS- ის მოწყობილობებზე.
მომხმარებლებს თიბისის ბარათების შენახვა Google Wallet-ში შეეძლებათ. Google Wallet ციფრული საფულეა, რომელზეც წვდომა საქართველოში დღეიდან შესაძლებელი იქნება ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდებია. ბანკის ბარათების გარდა, Google Wallet-ში სამგზავრო და სხვადასხვა ღონისძიების ბილეთების შენახვაც შესაძლებელია.
ბარათის დაცვის თიბისის მიერ უზრუნველყოფილ მექანიზმებზე დამატებით, Google Pay უსაფრთხოების დამატებით შრეებს გვთავაზობს, რაც ამ სისტემით გადარიცხვას კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის. Google Wallet-ში შენახული ბარათით გადახდისას, ტრანზაქციები ვირტუალური ბარათის ნომრით ხორციელდება. თითოეულ მოწყობილობას უნიკალური ნომერი აქვს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოების დინამიურ კოდთან, რომელიც ყველა შემდგომი ტრანზაქციისაც იცვლება და ამით გადახდის პროცესის მეტი დაცულობა უზრუნველყოფილია. ასევე, ტელეფონის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, “Find my device” ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია მოწყობილების დაბლოკვა, პირადი ინფორმაციის დისტანციურად წაშლა, ან ახალი პაროლის დაყენება.
„Google Pay 45-ზე მეტ ქვეყანაში უზრუნველყოფს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გადახდებს Android-ით ან Wear OS-ის მოწყობილობით. მომხმარებლებს შეუძლიათ, დაამატონ ბარათები Google Wallet- ში და მშვიდად იყვნენ, რომ მათი ფინანსური ინფორმაცია უსაფრთხოა ნებისმიერი ტრანზაქციისას“ - ამბობს ჯენი ჩენგი, Google Wallet-ის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი.
„თავისი არსებობის 30 წლის მანძილზე, თიბისი ყოველთვის იდგა ინოვაციური ციფრული გადაწყვეტების ავანგარდში და მომხმარებელს მუდმივად სთავაზობდა საუკეთესო სამომხმარებლო და ბრენდის გამოცდილებას. ჩვენ ვაგრძელებთ მომხარებლისთვის მოწინავე, ინოვაციური ციფრული პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებას. თიბისი სერვისების Google Pay-სთან ინტეგრაცია კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენს მისიასთან - ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან თიბისის მომხმარებლების ყოველდღიური ცხოვრება ერთი ნაბიჯით უფრო გამარტივდება, რადგან ისინი Google Pay-ს გამოყენებით შეძლებენ საბანკო ტრანზაქციების უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელებას“ – ამბობს თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
თიბისის ბარათის Google Pay-ში გამოსაყენებლად, ჩამოტვირთეთ Google Wallet, რომლის ნახვაც თქვენს ტელეფონებსა და მოწყობილობებში Google Play Store-შია შესაძლებელი.
თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...
თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...
PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...
19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...
ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...
თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები