0 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან: შემდეგი შერბილება - ამ კვირაში თუ შემდეგ სხდომაზე?

მაისის სავალუტო შემოდინებები წლიურ ჭრილში დანორმალიზდა, განსაკუთრებით აშშ დოლარში გამოხატული ექსპორტისა და იმპორტის კუთხით, სადაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. ეს ძირითადად წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტით არის გამოწვეული. გზავნილების მხრივ, აღსანიშნავია, რომ შესაბამისი შესწორების შემდეგ, ზრდის ტემპი მაინც შედარებით მაღალია. წინა პერიოდთან მიმართებით - ნაკლები, თუმცა მაინც ასევე მაღალია ტურისტული შემოდინებები მიგრანტების სრულად და ნაწილობრივ გათვალისწინების შემთხვევაშიც. წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება კვლავ ძლიერია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მაისში ლარის სისუსტე სწორედ შეცვლილი სენტიმენტების შედეგი იყო. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ უახლესი მონაცემებით, კერძოდ დეპოზიტების ყოველდღიურ სავალუტო კომპოზიციაზე დაყრდნობით, სენტიმენტები კვლავ უკვე ლარის სასარგებლოდ შეიცვალა.

 

მიმდინარე კვირა სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების კუთხით იქნება საინტერესო. თიბისი კაპიტალის შეფასებით, როგორც შერბილების, ასევე განაკვეთის უცვლელად დატოვების არგუმენტებიც არსებობს, თუმცა როგორც ჩანს, მათი უმეტესობა შერბილების მხარდამჭერია. ამ ფონზე, თიბისი კაპიტალის ბოლო პროგნოზი მიმდინარე წლის დეკემბრისათვის, რომელიც რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე დაწევას ითვალისწინებდა, მართალია მცირედით, მაგრამ უფრო პესიმისტური ჩანს, ვიდრე ოპტიმისტური.

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.  

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი ...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკლ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...