თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...
თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...
|
4 დეკემბერს, თბილისში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის სპეციალურ ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.
ტრენინგი სპეციალურად ბიზნსესების წარმომადგენლებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს ზოგადი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ბიზნესისთვის სასარგებლო და რელევანტურ ინფორმაციის გაზიარებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების მიმართულებით. ტრენინგის შემდეგ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ ცოდნა მდგრადი ბიზნესმოდელების, მათი უპირატესობებისა და მოსალოდნელი სარგებლის შესახებ. ამასთანავე, კურსი დაეხმარება ბიზნესებს მათ საქმიანობაში მდგრადობის ხელშემწყობი ფაქტორების ინტეგრირებაში.
ESG აკადემიის სპეციალური კურსი ორიენტირებულია მონაწილეებისთვის არამარტო თეორიული ცოდნის მიწოდებაზე, არამედ მასში ინტეგრირებულია თანამედროვე სწავლების მიდგომები, რომლებიც მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებას ისახავს მიზნად.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება:
· მდგრადი ბიზნეს მოდელების შესახებ პრაქტიკული ინფორმაცია
· ბიზნესისთვის რელევანტური კლიმატის ცვლილების რისკები
· სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის მიმოხილვა
· მწვანე დაფინანსების მიმოხილვა
· მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები
· პრაქტიკული სავარჯიშოები
ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკა, სათბური აირები, მდგრადი ურბანიზაცია, მდგრადი სოფლის მეურნეობა, კლიმატის ცვლილება და მისი შედეგები საქართველოს რეგიონებზე და სხვა.
ESG აკადემიის კურსზე დასწრების უნიკალური შესაძლებლობა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს აქვთ. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია რამდენიმე მონაწილის დასწრება. გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე: რეგისტრაციის ფორმა
ESG აკადემიის პირველი კურსის განსახორციელებლად, თიბისიმ მხარდაჭერა ორი ევროპული ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში მოიპოვა - EFSE Development Facility (DF) და GGF Technical Assistance Facility (TAF). ტრენინგ პროგრამა კი, თიბისისა და „დეველორის“ აქტიური თანამშრომლობით შეიქმნა. პროგრამა ეფუძნება მდგრადობის მიმართულებით თიბისიში არსებულ ცოდნასა და კომპეტენციას, რომლებიც ტრენინგში გადმოტანილია „დეველორის“ გამოცდილი სწავლების მეთოდების გამოყენებით. ESG აკადემია პირველი გრძელვადიანი საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მონაწილეებს ყველა ტრენინგ პროგრამას სრული დაფინანსებით, ქართულ ენაზე სთავაზობს.
თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...
თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...
კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...
PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...
· „თეგეტა ჰოლდინგი“ სომხეთისა და აზერბაიჯანის საავტომობილო ბაზარს Bridgestone-ის საბურავებით მოამარაგებს · ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები