2 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვოლვო ქარ საქართველოში“ სპეციალური შეთავაზებები სრულად ელექტრულ VOLVO EX30-ზე მოქმედებს

მსოფლიო საავტომობილო სექტორში ელექტრომობილებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ტენდეციის საპასუხოდ, „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს სრულად ელექტრულ EX30-ზე უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს. მიმდინარე შეთავაზებით, ელექტრომობილის შეძენა 7 000 ევრომდე ფასდაკლებით არის შესაძლებელი. მოდელი  სამი განსხვავებული კომპლექტაციითაა წარმოდგენილი – Core, Plus და Ultra. მათი შეძენა მომხმარებელს 3 თვის განმავლობაში სპეციალურ ფასად შეეძლება:

·         Core – 35,000 ევროს ნაცვლად 31,000 ევროს ეკვივალენტით ლარში;

·         Plus – 38,500 ევროს ნაცვლად 35,500 ევროს ეკვივალენტით ლარში;

·         Ultra – 46,000 ევროს ნაცვლად 39,000 ევროს ეკვივალენტით ლარში;

„ვოლვო ქარ საქართველომ“ სრულად ელექტრული  ვოლვო EX30 ქართველ მომხმარებელს გასულ წელს წარუდგინა. მოდელს, კონფიგურაციის შესაბამისად, ერთი დამუხტვით 337-დან 476 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია. Volvo Cars-ის კედლის ყუთი სტანდარტული დამუხტვის პროცესს 5-ჯერ აჩქარებს და ელექტრომობილის სრულად დამუხტვა სწრაფი დამტენით 28 წუთშია შესაძლებელი.

თორნიკე იკაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ გაყიდვების ხელმძღვანელი:EX30-ის გამოჩენა ბაზარზე საინტერესო სიახლე აღმოჩნდა ქართველი მომხმარებლისთვის. ელექტრომობილების მიმართ დაინტერესება სულ უფრო მზარდია,  „ვოლვოს“ ღირებულებიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა ის. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა მეტად გაიცნოს და შეიყვაროს ელექტრომობილი, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიურია მფლობელისთვის, არამედ ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოსაც.

აღსანიშნავია, რომ EX30 სრულად პასუხობს ვოლვოს მთავარ ღირებულებებს – გახლავთ 100%-ით ეკომეგობრული და მისი მთლიანი ინტერიერი გადამუშავებული მასალისგან არის შექმნილი, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო განსხვავებულსა და მიმზიდველს ხდის ავტომობილს ნებისმიერი მომხმარებლისთვის. Volvo აქტიურად მუშაობს როგორც ეკომეგობრულ დიზაინზე, ისე ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე. ასევე ვოლვოს მიზანია, 2030-2035 წლიდან სრულად გადავიდეს ელექტრომობილების წარმოებაზე.    

ავტომობილის კომპაქტური  ზომების მიუხედავად, ინტერიერი გამოირჩევა სივრცით. საბარგულის მოცულობა 318 ლიტრს შეადგენს, რასაც ემატება წინა საბარგული; გაშლილი პანორამული ჭერით და რეტრო ელემენტებით. მოდელი გამოირჩევა განსხვავებული დიზაინით -Breeze, Mist, Pine, რაც, გარემოზე ზრუნვასთან ერთად, სტილის ახლებურ ხედვას უსვამს ხაზს. 

Volvo EX30-ში არსებული Harman kardon-ის პრემიუმ აუდიოსისტემა და პლანშეტის სტილის ცენტრალური ეკრანი, ხშირად გამოყენებად მართვის ელემენტებზე, სწრაფი და მარტივი წვდომის  შესაძლებლობას იძლევა. ჩაშენებული Google-ის სისტემებითა და „ვოლვოს“ აპლიკაციით ავტომობილის სახლიდან გაღება, გათბობა-გაგრილების სისტემის მართვა და ავტომობილის ადგილმდებარეობის შემოწმებაც კი შესაძლებელია.

შვედური ბრენდის სხვა ავტომობილების მსგავსად, EX30 აღჭურვილია ვოლვოს უსაფრთხოების ინოვაციური სისტემებით: Park Pilot Assist - პარკირების დამოუკიდებლად შესრულებისთვის Volvo EX30-ს შეუძლია საჭის მართვა, აჩქარება და დამუხრუჭება; 360° კამერა - ყველა მხრიდან არსებული კამერები იძლევა მაღალი გარჩევადობის 360° ხედს; Pilot Assist - ფუნქცია, რომელიც დაგეხმარებათ ზოლიდან ზოლში უსაფრთხოდ გადასვლაში. კვადრატული ფორმის სპორტული საჭე თანამედროვე გადამრთველი და მძღოლის მართვის ელემენტებით უზრუნველყოფს სპორტულ მოჭიდებას.

„ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში Volvo EX30 სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი. დაინტერესებულ მომხმარებელს კი კომპანია შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს ტესტ-დრაივით და თავად გამოცადოს Volvo-ს ელექტრომობილების შესაძლებლობები.

--

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები