„თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორ...
ახალი, 50-მილიონიანი მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგმა“, „გალტ & თაგარტის“ ექსკლუზიური მხარდაჭერით, მორიგი ემისია წარმატებით განახორციელა. კომპანიამ კაპ...
|
ჟურნალმა TIME-მა საუკეთესო გამოგონებების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა დარგში ისეთ მნიშვნელოვან ინოვაციურ გამოგონებებს აერთიანებს, რომლებსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. 2024 წლის სიაში ნომინაცია „ავტომობილში“ Volvo EX90 SUV-ში მძღოლის მდგომარეობის გაგების სისტემამ გაიმარჯვა.
მძღოლის მდგომარეობის გაგების სისტემა EX90-ში ნოვატორული, უსაფრთხოების სრულიად ახალი ფუნქციაა, რომელიც სენსორული ანალიზის ტექნოლოგიით რეალურ დროში ადგენს - გაუარესდა თუ არა მძღოლის მდგომარეობა, არის თუ არა მძღოლი დაღლილი, ან გაეფანტა თუ არა მას ყურადღება. ეს კეთდება იმ მიზნით, რომ ავტომანქანამ საჭიროებისამებრ აღმოუჩინოს მას შესაბამისი დახმარება.
ზოგიერთ შემთხვევაში EX90 მძღოლს თავიდან მსუბუქი ბიძგით გააფრთხილებს, რასაც მოჰყვება უფრო აქტიური შეტყობინებები, თუ საწყის ბიძგს არ ექნება სასურველი შედეგი. გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში - მაგალითად, თუ მძღოლს ჩაეძინა, EX90-ს შეუძლია უსაფრთხოდ გააჩეროს მანქანა და ავარიული შუქების საშუალებით გააფრთხილოს გზით სხვა მოსარგებლეები.
მძღოლების მდგომარეობის გაგების სისტემა Volvo-ს ახალი, სრულად ელექტრული EX90-ის სტანდარტული კომპლექტაციის ნაწილია.
ჯიმ როუენი, Volvo Cars-ის აღმასრულებელი დირექტორი: „Volvo Cars-ისთვის ეს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. VolVo-ს მთელი ისტორიის განმავლობაში EX90 ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია. თითოეული ჩვენი მოდელი შემუშავებულია Volvo-ს მოწინავე უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, თუმცა ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ უსაფრთხოების ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე მუშაობას.
მძღოლის მდგომარეობის გაგების სისტემა EX90-ში ჩვენი ერთ-ერთი უახლესი გამოგონებაა უსაფრთხოების სფეროში, რაც პირდაპირი შედეგია იმ ცოდნისა, რომელიც რეალურ პირობებში 50 წელზე მეტი ხნის კვლევის შედეგად შევიძინეთ. ჩვენი ცოდნა და გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობენ მძღოლები საკუთარ ავტომანქანებთან, გვეხმარება, აღმოფხვრათ ის დაბრკოლებები, რომლებიც ხელს გვიშლის ჩვენი საბოლოო მიზნის - ნულოვანი შეჯახების მიღწევაში. ამ გზაზე EX90 Volvo Cars-ის უსაფრთხოების ახალი ეპოქაა. ჩვენი მთლიანად ელექტრული ლეგენდარული SUV შექმნილია იმისათვის, რომ დაიცვას ადამიანები და მათი სიცოცხლე, ხოლო მათი ყოველდღიური მოგზაურობა უფრო ადვილი და სასიამოვნო გახადოს. დროთა განმავლობაში ის კიდევ უფრო გაუმჯობესდება და დაიხვეწება, რადგან რეალურ დროში მიღებული მონაცემები ამის საშუალებას იძლევა“.
„ვოლვო ქარსი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების მწარმოებელი ბრენდია. მას არაერთი მნიშვნელოვანი გამოგონება უკავშირდება, მათ შორის უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედი, რომელიც ვოლვოს ინჟინერმა 1959 წელს შექმნა და მისი პატენტი მსოფლიოს უსასყიდლოდ გადასცა, რამაც დღემდე მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა. ამის შემდეგ იყო მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულების ბავშვის სავარძელი, რომლის სწორად დამონტაჟების შემთხვევაშიც მცირეწლოვანი ავარიისას ბევრად უფრო დაცულია.
--
შვედურ ბრენდს საქართველოში თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო წარმოადგენს. კომპანია 2019 წლიდან პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია და მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები.
ახალი, 50-მილიონიანი მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგმა“, „გალტ & თაგარტის“ ექსკლუზიური მხარდაჭერით, მორიგი ემისია წარმატებით განახორციელა. კომპანიამ კაპ...
თიბისი ტექსკოლა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, შეისწავლონ ტექნოლოგიები და ამ დარგში არსებული მრავალფეროვანი ინოვაციები, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ. ...
მომხმარებლების ყოველდღიური საბანკო ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკს კონვერტაციის კურსის შეთანხმების ფუნქციონალი დაემატა. ახალი ფუნქციონ...
ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული ინდიკატორები და სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების უკვე უფრო მოცულობითი შევსება გლობალურად მომატებული გაურკვევლობის ფონზე გლობალურად მომატებული გაურკვევლობა. აშშ-...
· Tegeta Construction Equipment-ის სერვისცენტრი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითად დასახელდა ბრიტანულმა კომპანიამ JCB-მ დაარსებიდან 80 წლის აღსანიშნა...
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა, პარტნიორ კომაპანიებთან თანამშრომლობით, სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესმომხმა...
მსოფლიო საავტომობილო სექტორში ელექტრომობილებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ტენდეციის საპასუხოდ, „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს სრულად ელექტრულ EX30-ზე უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები