რეგიონული ჰაბი - „თეგეტას“ ახალი მასშტაბური სერვის...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
|
საქართველოს ბანკსა და USAID-ს შორის მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიალი USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და USAID - ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან შედგა.
პარტნიორობის ფარგლებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, აგრო და მსუბუქი მრეწველობის მიმართულებით, მცირე და საშუალო ბიზნესები 2 მთავარი მიმართულებით მიიღებენ მხარდაჭერას. ესენია: სერვისებისა და პროდუქტების ექსპორტზე გატანა და საბუღალტრო და ფინანსური ანგარიშგების ავტომატიზაცია. პროექტის ფარგლებში USAID-ის ორივე პროგრამის კონტრიბუცია 300 000 ლარს შეადგენს.
„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკსა და USAID-ს შორის თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება. 2021 წელს, ჩვენ უკვე წარმატებით განვახორციელეთ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთობლივი პროექტი, რომელიც 20-მდე SME კომპანიის ექსპორტზე გასვლის მხარდაჭერას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკის მიერ 11 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო, რაც აღნიშნული კომპანიების შემდგომ განვითარებას მოხმარდა. ახალი პარტნიორობის ფარგლებში კი, გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ მეტ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს დავუჭიროთ მხარი ზრდაში, საექსპორტო ბაზრების ათვისებასა და საჭირო ფინანსებზე წვდომის მოპოვებაში. გვჯერა, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროგრამა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის გაძლიერებაში და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.
„ჩვენმა პროგრამამ უკვე წარმატებით ითანამშრომლა გასულ წელს საქართველოს ბანკთან მცირე და საშუალო საწარმოების პრაქტიკული დახმარების, მათი ბიზნესის განვითარებისა და ექსპორტის მიმართულებით. მოხარულები ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, საქართველოს ბანკთან ერთად წამოვიწყოთ ახალი ინიციატივები უკვე USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ჩართულობითაც, და ვუზრუნველვყოთ BIZ-Link პროექტის გაფართოება ახალი მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებით, ასევე 200-მდე კომპანიისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ავტომატური აღრიცხვის სისტემებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მეშვეობით.“- აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები