თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
თიბისი კონცეპტი „წიგნის კლუბი მარჯანიშვილის 7-ში“ შეხვედრების ახალი სერიით ბრუნდება. სესიები შედგება თემაზე - „ქალთა იდენტობა ლიტერატურაში“. კლუბი უმასპინძლებს არაერთ საინტერესო სპიკერს. შეხვედრების განმავლობაში სტუმრები ისაუბრებენ ლიტერატურაზე და მიმოიხილავენ გამორჩეულ ავტორებსა და პერსონაჟებს. შეხვედრების სერია 7 მაისს იწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
წიგნის კლუბს მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტის სივრცის ბიბლიოთეკა მასპინძლობს. კლუბის მიზანი მკითხველებისათვის როგორც უცნობი, ასევე ნაცნობი და საყვარელი წიგნების აღმოჩენა, ცნობილი ნაწარმოებების ერთიანი კონტექსტის გაანალიზება და ავტორებისა და მათი პერსონაჟების ახლოს გაცნობაა.
შეხვედრების სერია ამ ეტაპზე მოიცავს 3 კურატორსა და 6 შეხვედრას:
7 მაისი, 14:00 - ნატაშა ლომოური და კატო ჯავახიშვილი: ქალი მწერლები საბჭოთა რეპრესიების დროს
წიგნის კლუბის სტუმრები, მოგვიყვებიან რეპრესირებული ქალი მწერლების ისტორიას საბჭოთა პერიოდში.განიხილავენ წარსულში მიღებულ გამოცდილებასა და მასთან გამკლავების გზებს.. ისაუბრებენ 100 წლის წინანდელ საფრთხეებზე დღევანდელი მოვლენების კონტექსტში.
11 მაისი, 19:00 - ნატაშა ლომოური და ეკა ტოგონიძე: ომს არ აქვს ქალის სახე
ღონისძიების სტუმრები ისაუბრებენ ქალის თვალით დანახულ საბჭოთა ოკუპაციასა და ომზე. იმაზე, თუ როგორ ცვლის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ინდივიდუალური ადამიანების ბედსა და მათ მომავალს, ხოლო მეორეს მხრივ, რა გავლენას ახდენს ერთი ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ისტორიის მიმდინარეობაზე.
14 მაისი, 14:00 - ანა კორძაია-სამადაშვილი და რახელ გრაცფელდი: ერთ მუშტად შეკრული ქალთა ლიტერატურა
ღონისძების სტუმრები ისაუბრებენ იმ ცამეტ ქალ ავტორზე, რომლებმაც ქართული ამბები გაუზიარეს გერმანულენოვან მკითხველს და არამარტო.
შეხვედრაზე რეგისტრაცია 10 მაისს, 15:00-ზე გაიხსნება
18 მაისი, 19:00 - ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით მაჭავარიანი: გრაფიკული რომანის მზეთუნახავები
შეხვედრაზე საუბარი იქნება, ქალი პერსონაჟების სახეებზე „ვეფხისტყაოსნიდან“. ქალებზე, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი ძალიან კარგად იცნობს. დავით მაჭავარიანი მოგვიყვება ნესტან- დარეჯანსა და თინათინზე. იმ პერსონაჟებზე, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო, მათ ხასიათსა და ნამუშევრად ქცევაზე.
შეხვედრაზე რეგისტრაცია 10 მაისს, 15:00-ზე გაიხსნება
21 მაისი, 14:00 სთ - გურამ ღონღაძე და ნინო კასრაძე: ქართველი ქალი პოეტების იდენტობა
წიგნის კლუბის სტუმრები, მიმოიხილავენ პოეზიის დანიშნულებასა და მისი გახალისების მნიშვნელობას. ისაუბრებენ ქალი ავტორების წვლილზე ქართულ პოეზიაში. შეეხებიან ისეთ ავტორებს როგორებიც არიან: ესმა ონიანი, ელენე დარიანი, ანა კალანდაძე და სხვა.
შეხვედრაზე რეგისტრაცია 17 მაისს, 15:00-ზე გაიხსნება
25 მაისი, 19:00 - გურამ ღონღაძე და მარიამ გურგენიშვილი: ქალი ავტორები საყმაწვილო პროზაში
შეხვედრის სტუმრები ისაუბრებენ, ქალების როლზე საყმაწვილო ლიტერატურაში. განიხილავენ მწერლების თხრობის სტილს და მათ გავლენას მკითხველზე.
შეხვედრაზე რეგისტრაცია 17 მაისს, 15:00-ზე გაიხსნება
თიბისი კონცეპტისთვის მნიშვნელოვანია ქალთა გაძლიერება და მათი დამოუკიდებლობის ხელშეწყობა. წიგნის კლუბის, 2022 წლის, მაისის სესიის შეხვედრები სწორედ ამ თემასა და ინტერესს ეყრდნობა. თიბისი არაერთ პროექტს ახორციელებს ქალთა როლის წარმოსაჩენად.
წიგნის კლუბის შეხვედრების წინა სერია თიბისი კონცეპტის და საბას თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. სტუმრებს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდათ ხელოვანებსა და ლიტერატორებთან ერთად.
შეხვედრაზე დასწრება ყველა თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვისაა შესაძლებელი, წინასწარი რეგისტრაციით საიტზე www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი შეხვედრაზე დასასწრებ ბილეთს გამოგიგზავნით.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები