1 7 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე 1 თვე გავიდა. რისი თქმა შეგვიძლია საქართველოს მაკროეკონომიკური პროგნოზების შესახებ

 კვირის განმავლობაში დამატებით ინფორმაციაზე დაყრდნობით? საერთაშორისო დონეზე, ეკონომიკური კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განვითარება რუბლის შედარებითი სიძლიერეა. ძირითადად იმ მიზეზების გამო, რაც თიბისი კაპიტალის 7 მარტის განახლებაშია აღწერილი. ამასთან, როგორც ჩანს, რუსეთიდან ენერგომატარებლების რუბლში ანაზღაურების

 ალბათობის გარკვეული მატებაც ასევე რელევანტურია.

 

საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, თიბისი კაპიტალის 25 მარტის „აღდგენის დინამიკის“ ინდიკატორები

 ეკონომიკის შედარებით მდგრადობაზე მიუთითებს. ამავდროულად, თებერვლის საქონლით ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლების

 მიხედვით იკვეთება, რომ ექსპორტის ფასების ზრდა ნავთობისა და იმპორტის სხვა კატეგორიების გაძვირებას მნიშვნელოვნად

 აბალანსებს. ამდენად სავარაუდოა, რომ სამომავლოდ საგარეო ვაჭრობის შედარებითი ფასის მკვეთრი გაუარესება არ მოხდება.

 თავისთავად, ეს მნიშვნელოვანია, როგორც ზრდის, ასევე ლარის კურსისათვის, რომელიც, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, კვირის ბოლოს მცირედით გამყარდა.

 

თიბისი კაპიტალი აჯამებს არსებულ ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზის განახლებისათვის, რაც ამავე კვირაში

 მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლისათვის საბაზო

 სცენარი 3.5-4.0%-იან ზრდასთან კიდევ უფრო ახლოს არის, ვიდრე ეკონომიკის 1.5%-ით შემცირებასა ან 0.5%-ით მატების მოლოდინთან.


თიბისის მთავარი ეკონომისტის 28 მარტის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი ...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკლ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...