2 3 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Geely Auto-ს მდგრადი განვითარების სტრატეგია

Geely Auto Group, რომელიც ჩინეთში ერთ-ერთი საავტომობილო ლიდერი ჰოლდინგია, ინდუსტრიაში უახლესი მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებს დანერგვით გამოირჩევა. კომპანიის განვითარების ხედვა თანხვედრაშია გლობალურ საავტომობილო ტენდენციებთან, რომლებიც სულ უფრო მეტად არის მიმართული წიაღისეული საწვავიდან ახალ ენერგიაზე გადასვლისკენ.

Geely Auto-მ ცოტა ხნის წინ 2022 წლის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი მიმართულებების ანგარიში გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, ავტომწარმოებელმა 2020 წელთან შედარებით ნახშირბადის გამონაბოლქვი ერთ ავტომობილზე 8,1%-ით შეამცირა, ახალ ენერგიაზე მომუშავე მოდელების გაყიდვებში კი წლიური 300%-იანი ზრდა აჩვენა. 2022 წელს Geely-ს 9 სატრანსპორტო ქარხანას მიენიჭა  ეკომეგობრული საწარმოების სტატუსი - "National Green Factory".

ამავე ანგარიშის მიხედვით, Geely Auto-მ აიღო ვალდებულება, რომ 2025 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვს თითოეულ ავტომობილზე 25%-ზე მეტით შეამცირებს, ხოლო 2045 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური გახდება. 

Geely Auto-მ, ანგარიშთან ერთად, ESG სტრატეგიაც გამოაქვეყნა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება და ექვს მიმართულებას აერთიანებს: კლიმატის ნეიტრალიტეტი, ბუნების კეთილდღეობა, უსაფრთხოება, დიგიტალიზაცია, ინოვაცია  და ეთიკა. კომპანია პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა შექმნას მდგრადი მობილობის ეკოსისტემა ახალი თაობის ავტომობილებისათვის.

ნახშირბადის ეფექტიანი შემცირება სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში და ბუნებასთან ჰარმონიული თანაარსებობა

Geely Auto, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, თავისი პროდუქციის მთელ სასიცოცხლო ციკლში ნახშირბადის დაბალი შემცველობის კონცეფციაზე მუშაობს. 

მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად Geely Auto მთავარ აქცენტს ახალ ელექტრომოდელებზე აკეთებს. 2022 წელს Geely-ს Monjaro-ს, Lynk&Co 09-ს და მეოთხე თაობის Emgrand-ს ეროვნული მწვანე დიზაინის პროდუქტის წოდება მიენიჭათ, ხოლო Boyue L-სა და ZEEKR 009-ს - C-ECAP პლატინის სერტიფიკატი. 

სამრეწველო ჯაჭვის განვითარება და მომხმარებლის გამოცდილების განახლება

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა Geely Auto-ს მდგრადი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. 2022 წელს ბრენდი საზოგადოებრივი კეთილდღეობის არაერთ აქტივობაში იყო ჩართული სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორისაა: ეკოლოგია, განათლების ხელმისაწვდომობა, სოფლებისა და სოციუმის განვითარება და სხვა. 2022 წელს Geely Holding Group-ს „წლის საუკეთესო პასუხისმგებელობიანი კორპორაციული ბრენდის“ სტატუსი მიენიჭა.

ასევე, 2022 წელს Geely Monjaro, C-NCAP 2021 გამოცემის შეფასებით, პირველი ხუთვარსკვლავიანი მოდელი გახდა ჩინურ ბრენდებს შორის.

დივერსიფიცირებული მმართველობის ხელშეწყობა

კომპანია აქტიურად მუშაობს, რათა გენდერულად თანასწორი სამუშაო გარემო შექმნას. 2022 წლის მონაცემებით, Geely Auto-ში ქალი დირექტორების პროცენტი 27%-ამდე გაიზარდა, რაც უზრუნველყოფს დირექტორთა საბჭოს გენდერულ მრავალფეროვნებას. 

ასევე, Geely Auto-მ შეიმუშავა თანამშრომელთა ქცევის კოდექსი და ანტიკორუფციული პოლიტიკა, რათა მუდმივად გააუმჯობესოს ბიზნესეთიკის სისტემა. 

მონაცემთა უსაფრთხოების თვალსაზრისით, Geely Group-ს მიენიჭა საერთაშორისო ISO სერტიფიკატი ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში, ხოლო ბრენდმა ZEEKR ასევე  მოიპოვა ISO სერტიფიკატები, კონფიდენციალურობის მართვის სისტემისა და მონაცემთა მართვის მენეჯმენტის მიმართულებით.  

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ენ კონგჰუის, Geely-ს მდგრადი განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის განაცხადებით: „Geely Auto-სთვისმდგრადი განვითარება კორპორაციული განვითარების ძირითადი ელემენტია დამომავალშიც  გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, კვლევასა და განვითარებას. კომპანიის მიზანია, გახდეს სამაგალითო, მდგრადი განვითარების მიმართულებით საავტომობილო ინდუსტრიაში“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 09:47

    მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თა...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...

  • 15:28

    თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior ...

    13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...

  • 15:25

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 ...

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში - MEWA INDIA 2025 მიიღო მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდეს...

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...