2 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზებები ბათუმში

წელს ბათუმი უკვე მე-17 შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს, რომლის ერთგული მხარდამჭერიც, კვლავაც, თიბისი კონცეპტია. ისე როგორც ყოველ ზაფხულს, თიბისი კონცეპტი მოხმარებელს, წელსაც განსაკუთრებულ საზაფხულო შეთავაზებებს უმზადებს.

იმისათვის, რომ კონცეპტ მომხმარებლის ზაფხული დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდეს, ჯაზ ფესტივალის ფარგლებში, თიბისი კონცეპტმა ყველა დეტალზე იზრუნა.

გამგზავრება თბილისიდან ბათუმში: 26-29 ივლისის, თბილისიდან ბათუმში მატარებლით მგზავრობას, შეიძინეთ ბილეთები თიბისი კონცეპტის Visa ბარათით TRE.GE-ზე და ანგარიშზე გადახდილი თანხის 15%-ს დაიბრუნებთ.

აქვე, შეგახსენებთ, რომ თიბისი კონცეპტი 26 ივლისს, ჯაზ ფესტივალის სტუმრებს, თბილისიდან ბათუმში ჯაზ მატარებლით გამოგზაურებთ. ტრადიციულად, მგზავრობის მხარდამჭერი თიბისი კონცეპტთან ერთად, Visa და საქართველოს რკინიგზაა. მგზავრობა უფასოა, დარეგისტრირდით ბმულზე.

მგზავრობა რკინიგზის სადგურიდან სასტუმრომდე: იმისათვის, რომ რკინიგზის სადგურიდან სასტუმრომდე კომფორტულად იმგზავროთ, 26-28 ივლისს, შესაძლებლობა გექნებათ, გამოიძახოთ Bolt ტაქსი და თიბისი კონცეპტის Visa ბარათით, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ.

სასტუმროს შერჩევა: თვალი გადაავლეთ თიბისი კონცეპტის დასვენების კატეგორიას და შეარჩიეთ სასურველი სასტუმრო 15%-დან 30%-მდე ფასდაკლებით. სასტუმროს დაჯავნაში, თიბისი კონცეპტის ასისტენტი დაგეხმარებათ.

კაფე და რესტორანი: 23 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, თიბისი კონცეპტის Mastercard  ბარათით, შერჩეულ კაფეებსა და კვების ობიექტებში 30%-ს, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარის დაბრუნებას შეძლებთ.

ობიექტები მოიცავს როგორც საუზმის ობიექტებს: ლიმონი, Blu Elephant. ისე, ლანჩისა და ვახშმისთვის შესაფერის რესტორნებს: Panorama, აკროპოლი, ლევილი, UMAMI, მედეა და ბოტანიკო. დესერტისა და ყავისთვის კი შეგიძლიათ SKA-ს, Meama Collect-სა და Luca Polare-ს ეწვიოთ.

აუზი და განტვირთვა: ბათუმის ROOMS-ის ტერასას და აუზზე შესვლისას, თიბისი კონცეპტის Visa ბარათით 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ. სეზონის განმავლობაში, ROOMS ბათუმი, Visa და თიბისი კონცეპტი საზაფხულო Day Party სერიებსაც გთავაზობენ, სადაც თქვენი საყვარელი არტისტები, როგორებიც არიან, Tobako Tween, Baby Leo, Kipo და Lukacho - თქვენს განწყობაზე იზრუნებენ. აღსანიშნავია, რომ Day Party-ის ბილეთის შეძენასაც, თიბისი კონცეპტის Visa ბარათით,  30%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ.

გართობა საღამოს: ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას Iveria Beach-ზე, თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათით, სივრცეში შესვლის ღირებულების 30%, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებთ. Iveria Beach სეზონის ბოლომდე, ყოველ შაბათს სპეციალურ ღონისძიებებს, საერთაშორისო და ლოკალური ელექტრონული სცენის გამორჩეულ არტისტებთან ერთად უმასპინძლებს.

გაეცანი თიბისი კონცეპტის შეთავაზებებს დეტალურად  ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...