თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების მწარმოებელი გლობალური ბრენდი Petronas საავტომობილო ზეთების შეფუთვაში 15%-ით ნაკლებ პლასტმასას იყენებს, შესაბამისად, მისი შეფუთვები, სხვა ბრენდებთან შედარებით, თხელი და ეკომეგობრულია. ამ გზით კომპანია ცდილობს, შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება და 2050 წლისთვის მიზნად ისახავს, მიაღწიოს ნულოვან ემისიებს.
ცოტა ხნის წინ ბრენდმა სრულიად ინოვაციური, ეკომეგობრული შეფუთვა, Bag-in-Box წარადგინა. საავტომობილო ზეთების ახალ შეფუთვაში 92%-ით ნაკლები პლასტმასა იქნება გამოყენებული.
„თეგეტა მოტორსში“, რომელიც 2022 წლიდან ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, აცხადებენ, რომ „პეტრონასის“ ეკომეგობრული შეფუთვა საქართველოშიც მალე გამოჩნდება.
ირაკლი ლავრინსკი, „თეგეტას“ იმპორტების მიმართულების საცხებ-საპოხი მასალების ხელმძღვანელი: „დღეისათვის „პეტრონასის“ საავტომობილო ზეთების შეფუთვაში 15%-ით ნაკლები პლასტმასაა გამოყენებული. სწორედ ამიტომ არის ეს შეფუთვა ჩვეულზე უფრო თხელი. ცხადია, ეს არ ნიშნავს ნაკლებად ხარისხიანს. ამ ფორმით კომპანია ზრუნავს გარემოზე, რადგან ვიცით, როგორი რთულია პლასტმასის გადამუშავება . რეალურად, მომხმარებელს სჭირდება და მისთვის მნიშვნელოვანია არა პლასტმასის შეფუთვა, არამედ პრემიურ ხარისხის ზეთი, რომელიც მასში ასხია.
„პეტრონასის“ ახალი, ინოვაციური შეფუთვა ორი ელემენტისგან შედგება: შიდა ჩანთა და გარე ყუთი, რომელიც გოფრირებული მუყაოსგან არის დამზადებული. ახალ შეფუთვაში 92%-ით ნაკლები პლასტმასაა გამოყენებული, რაც პროდუქტს იცავს დაზიანებისა და სინათლის ზემოქმედებისგან. კვლევებმა აჩვენა, რომ Bag-in-Box შეფუთვა ყველაზე მდგრადი ალტერნატივაა, რომელიც ნახშირბადის შემცირების საშუალებას იძლევა“.
მომავალი, რომელსაც „პეტრონასი“ ხედავს, აუცილებლად უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული გარემოს დაცვასა და სიმწვანეზე. მსოფლიოს მასშტაბით, „პეტრონასს“ 23 ქვეყანაში 30-ზე მეტი წარმომადგენლობა ჰყავს. PETRONAS სამგზავრო მანქანების ძრავებისთვის საავტომობილო ზეთების პრემიუმ PETRONAS Syntium ხაზს °CoolTech™ ტექნოლოგიით აწარმოებს. პროფესიონალურად შემუშავებული ეს საავტომობილო ზეთი იცავს ძრავის ნაწილებს მაღალი ტემპერატურის გავლენისგან, ასევე უზრუნველყოფს მოწყობილობის ოპტიმალურ და უპრობლემო მუშაობას.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები