თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
ფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტო 2023“ თიბისის მხარდაჭერით 4 მაისს 20:00 საათზე, დაჯილდოებით გაიხსნება. ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის გახსნის ცერემონია ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე, კონსტიტუციის 6/52-ში გაიმართება. კვირეულის ფარგლებში გამოფენები განსხვავებულ ლოკაციებზე ჩატარდება, აქედან რამდენიმეს თიბისი კონცეპტის სივრცე უმასპინძლებს.
“ქოლგა თბილისი ფოტო 2023” კვირეული მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. ფოტო კვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, ასევე თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის მოწვეულ გამოფენებს, რაც სტუმრებს სასიამოვნო ემოციებსა და წარუშლელ შთაბეჭდილებას დაუტოვებს. წლევანდელ ფესტივალში თემატიკა შეზღუდული არ არის, ჯამურად 726 ფოტო პროექტია წარდგენილი, ხოლო მონაწილეობას 45 ქვეყნის 440 ფოტოგრაფი იღებს.
2023 წლის „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფესტივალის გახსნაზე გამოცხადდებიან გამარჯვებულები სპეციალური პრიზის ნომინაციაში და შემდგომ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტო პროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. გამარჯვებულთა გამოსავლენად საერთაშორისო ჟიური მუშაობს, რომელშიც საქართველოს წარმოადგენს ფოტოგრაფი დინა ოგანოვა.
“ჩვენთვის განსაკუთრებულია ქოლგა თბილისი ფოტოს მრავალწლიანი უწყვეტი და ნაყოფიერი თანამშრომლობა ქვეყნის ისეთ ძლერ ინსტიტუციასთან როგორიცაა თიბისი. მათი კონტრიბუცია განუსაზღვრელი მნიშვნელობისაა საქართველოში ფოტოგრაფიისა და ზოგადად ხელოვნების განვითარების საქმეში. ქოლგა თბილისი ფოტოს ყოველწლიურ მდგრად მიმდინარეობაში თიბისის შესანიშნავი გუნდის თანამონაწილეობა მყარი განვითარების საფუძველია.” - ამბობს ბესო ხაინდრავა, „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფესტივალის დამფუძნებელი.
“გვიხარია, რომ ჩვენ და „ქოლგა თბილისი ფოტო“ კვირეული ჩვენს საერთო მრავალწლიან ისტორიას წელსაც ვაგრძელებთ. საქართველოს ფოტოგრაფიისა და ხელოვნების სფეროს ხელშეწყობა ამ ფესტივალის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაწილია, მის საერთაშორისო ასპარეზსსა და საინტერესო ხელოვანების აღმოჩენის შესაძლებლობის გაზიარებასთან ერთად”-ამბობს მაკუნა თავბერიძე, თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორი.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში კულტურის და ხელოვნების ხელშეწყობა, სწორედ ამიტომ 2004 წლიდან თიბისი არის „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფესტივალის პარტნიორი და ხელს უწყობს ხელოვნების ამ მიმართულების განვითარებასა და პოპულარიზაციას.
ფოტოკონკურსი „ქოლგას“ 2023 წლის სრული პროგრამის სანახავად გადადით ბმულზე: https://kolga.ge/exhibitions
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები