„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტ...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
|
„გალტ & თაგარტი“ კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. 6 ივლისს, „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მასტერკლასი თემაზე - პირველადი საჯარო შეთავაზება ჩატარდა. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოებს „გალტ & თაგარტი“ „BDO Georgia“-სთან ერთად ასრულებს.
ღონისძიებას EBRD-ის კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურის დირექტორი, ატილა ტოსი გაუძღვა. მასტერკლასი პრაქტიკული ქეისების განხილვას და ისეთ საკითხებს დაეთმო, როგორიცაა: პირველადი საჯარო შეთავაზების ეკონომიკური დასაბუთება; პირველადი საჯარო შეთავაზების პროცესი; კომპანიის არსებობა პირველადი საჯარო შეთავაზების შემდგომ, როგორ მოვემზადოთ პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ.
„გალტ & თაგარტისა“ და „BDO Georgia“-ს ხელმძღვანელობით, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის პირველ ეტაპზე ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის და იმ ბარიერების კვლევა განხორციელდა, რომლებიც კომპანიებისთვის აღნიშნულ ბაზრებზე წვდომას აფერხებს. პროგრამის მომდევნო ფაზა კი, თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღებას და საგანმანათლებლო სქემის განხორციელებას დაეთმო. პროგრამა შერჩეულ კომპანიებს სავალო ან/და წილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით, კაპიტალის ბაზრის ათვისებაში უწყობს ხელს.
პროგრამაზე დარეგისტრირებული კომპანიების მიერ ჯამურად დაგეგმილი ემისიის მოცულობა 800-900 მილიონ ლარს შეადგენს.
“მოხარული ვართ, რომ EBRD-თან და ევროკავშირთან პარტნიორობით, გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. პროექტში 21 ქართული კომპანია უკვე ჩაერთო, რომლებიც სხვადასხვა სექტორის მოწინავე მოთამაშეები არიან. პროგრამის ფარგლებში კი, მათ აქვთ საშუალება, მეტად განვითარდნენ და უკეთ აითვისონ კაპიტალის ბაზრები საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით. გვჯერა, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში როგორც კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ასევე ბაზარზე ახალი მოთამაშეებისა და ემისიების გამოჩენას “, – განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები