„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტ...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
|
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „ელკომმა“ ენერგოხარჯების შემცირების მიზნით, მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა.
ბანკთან თანამშრომლობით კომპანია წლიურად 50000 კვტ/სთ გამომუშავებას შეძლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ კომპანია წელიწადში 15 000 -ლარამდე დაზოგავს, რასაც კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარს.
პროექტის ჯამური ბიუჯეტი 72 000 ლარია, რომელიც სრულად დაფინანსდა ბანკის მიერ.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენს დიდი ხნის პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან ერთად ახალი, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ენერგოკრედიტის გამოყენებით ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, თავად გამოვიმუშავოთ ელექტრო ენერგია, რაც გაზრდილი ტარიფის ფონზე იქნება მნიშვნელოვანი შეღავათი და ფინანსური რესურსი, რომ დაზოგილი თანხა კვლავ კომპანიის განვითარებას მოვახმაროთ. ჩვენს შემთხვევაში ელექტრო ენერგიის ხარჯების სეზონის მიხედვით ცვალებადია, საშუალოდ თვეში გამოდის 1 300 ლარი, რომელსაც სრულად დავფარავთ მზის ელექტრო პანელებით გამომუშავებული ელექტრო ენერგიით“,- აცხადებს დირექტორი თემურ ჯალიაშვილი.
„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს პარტნიორთან ერთად განვახორციელოთ პროექტი, რომელიც მას მისცემს საშუალებას, ერთდროულად იზრუნოს გარემოსა და კომპანიის სამომავლო განვითარებაზე. არსებული პარტნიორობის ფარგლებში ბანკმა 72 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო, რაც სრულად მოხმარდება მზის პანელების შეძენასა და მონტაჟს. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარდაჭერა გავუწიოთ ბიზნესს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის განვითარებისა და გაყიდვების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით დანერგა ეკომეგობრული პროდუქტი − ენერგოკრედიტი მზის ელექტროსადგურებისთვის. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი, მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. აღნიშნული პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს. დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/396st4P
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები