ქართული რაგბის არქიტექტორი...
მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...
|
· „თეგეტა ჰოლდინგმა“ ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მარტის დასაწყისში 100 000 ლარი გამოყო
„თეგეტა ჰოლდინგი“ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დასაქმებას სთავაზობს. ჰოლდინგის გადაწყვეტილებით, უკრაინიდან ჩამოსული ყველა მოქალაქე, ვისაც ავტომექანიკოსობის გამოცდილება აქვს, რეგიონის ლიდერ კომპანიაში შეძლებს მუშაობის დაწყებას.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: "თეგეტა ჰოლდინგის“ თითოეულ ბიზნესმიმართულებას ჰყავს ბიზნესპარტნიორები უკრაინაში. რუსული ინტერვენციის დაწყებიდან მათთან ინტენსიურ კავშირზე ვართ და ვცდილობთ, ამ რთულ სიტუაციაში თანადგომა გავუწიოთ. კარგად გვესმის, შექმნილი ვითარების სიმძიმე. საომარი მოქმედებების პარალელურად, მოქალაქეებს საკუთარი ქვეყნის დატოვება უწევთ. ამჯერად გვსურს, შესაძლებლობების ფარგლებში, მათ მდგომარეობა შევუმსუბუქოთ და ხელი შევუწყოთ დასაქმებაში. გვინდა, ხმა მივაწვდინოთ მაქსიმალურად მეტ ომით დაზარალებულს, ვისაც საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს, რომ ჩვენი კომპანიის კარი მათთვის ღიაა“.
„თეგეტა ჰოლდინგის“ საქმიანობა, სხვა ბიზნესმიმართულებებთან ერთად, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, სამგზავრო, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებასა და შეკეთებას მოიცავს. შესაბამისად, „თეგეტა მოტორსს“ აქვს შესაძლებლობა, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ მექანიკოსებს დასაქმება ნებისმიერი განხრით შესთავაზოს. სურვილის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა გაგზავნონ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითონ: tegetaforukraine.
„თეგეტა“ თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინელების სოლიდარობისთვის სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. კომპანიამ ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 100 000 ლარი გამოყო. ასევე, ჰოლდინგის CSR პლატფორმაზე, tegeta.care შეიქმნა ახალი სექცია - იზრუნე თავისუფლებაზე. ფონდში შემოსული თანხა უკრაინის ეროვნული ბანკის საქველმოქმედო ანგარიშზე გადაირიცხება.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: “Porsche”, Volvo”, “Toyota”,”Mazda”.
სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: “MAN”,”JCB”,”HINO” და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.
„თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...
თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...
მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა. ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...
როგორ შეიძლება დაგანახოს ომი სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...
· საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...
კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები