0 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ბებნისი აგრო“ სამაცივრე მეურნეობას ავითარებს

საქართველოს ბანკი აგროსექტორის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 1 500 000 ლარის მოცულობის ინვესტიციით, „ბებნისი აგრო“ ქარელში სამაცივრე მეურნეობას ავითარებს.

 

„ბებნისი აგრო“ ვაშლის, მსხლისა და ქლიავის ბაღებს აერთიანებს. მოსავლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, მსხვილი სუპერმარკეტების ქსელებში ხორციელდება. მოსავლის ნაწილი კი, ექსპორტზე გადის. პროექტის ჯამური ღირებულება 2 000 000 ლარს უტოლდება.

 

„ამჟამად მომხმარებელს 4 პრემიუმ ჯიშის ვაშლს ვთავაზობთ. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი ინვესტიცია ირიგაციული სისტემის მოსაწყობად, სეტყვის საწინააღმდეგო ბადის, ხის გასამაგრებელი ძელაკების და ნერგების შესაძენად მივმართეთ. ნერგები 1887 წელს დაარსებულ იტალიურ სანერგე “Vivai Fratelli Zanzi“ -ში შევიძინეთ. თითოეული მათგანი მაღალი პროფესიონალიზმის მქონე იტალიელი აგრონომის მიერაა გამოყვანილი, რაც ჩვენი მებაღეებისთვის მაღალ მოსავლიანობას უზრუნველყოფს“, - აცხადებს ელისო კავტიევსკაია, „ბებნისი აგროს“ დირექტორი. „ქარელში არსებული კლიმატური პირობები ახლოსაა იტალიის იმ რეგიონის კლიმატთან, საიდანაც ჩვენი ნერგები მოდის. ნიადაგი კი უფრო ნოყიერია, ვიდრე იტალიაში, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს სასუქის გამოყენებას. ყველაფერი ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ნაყოფი დროულად მომწიფდეს, იყოს ვიტამინებით მდიდარი და ეკოლოგიურად სუფთა. სამომავლოდ, ვგეგმავთ კიდევ უფრო გავზარდოთ წარმოება და ავითვისოთ ახალი ბაზრები”, - დასძენს კომპანიის დირექტორი.

 

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი აგრომიმართულების პროექტის განვითარებაში. „ბებნისი აგრო“  რეგიონის მასშტაბით მოწინავე და თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს საქმიანობაში. ქარელში არსებული უხვი ნოყიერი ნიადაგი კი საერთაშორისო ეკო-სტანდარტების მდიდარ მოსავალს უზრუნველყოფს. თანამშრომლობის ფარგლებში, მეურნეობა შეძლებს სამაცივრე საშუალებებით კიდევ უფრო გაზარდოს რეალიზაცია და გააფართოვოს საქმიანობა. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი ...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკლ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...