1 4 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„შენ გელოდება...“ - Europcar Georgia-ს ახალი კამპანია

Europcar Georgia ანსამბლ „დიდგორთან“ ერთად იწყებს კამპანიას სახელწოდებით „შენ გელოდება“, რომელიც საქართველოს ტურისტული ადგილების პოპულარიზაციასა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას ისახავს მიზნად.

„შენ გელოდება“ - მაყურებელს საქართველოს მივიწყებულ სოფლებში ამოგზაურებს. გააცნობს იქაურ ბუნებას, ადამიანებს, რომლებიც თავის კუთხეს არ ტოვებენ, წინაპრების წეს-ჩვეულებებს  ინახავენ და სტუმრებს ელოდებიან. კამპანიის ფარგლებში სულ 6 ტურია დაგეგმილი. „ევროპქარი“ და ანსამბლი „დიდგორი“ მცხეთა-მთიანეთს, სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, სამეგრელოს, ზემო აჭარასა და ტაო-კლარჯეთს ესტუმრებიან.

„ჩვენ, როგორც საერთაშორისო კომპანიის წევრებს, გვაქვს შესაძლებლობა, საქართველოს უნიკალური ტურისტული ლოკაციებისა და ადამიანების შესახებ იმ უცხოელ ვიზიტორებსაც მოვუყვეთ, ვინც საქართველოში გეგმავენ მოგზაურობას. ჩვენი კამპანიით გვინდა, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გავუჩინოთ ინტერესი ამ თითქმის მივიწყებული სოფლების მიმართ და გავზარდოთ ასეთი ადგილების ცნობადობა, რაც საბოლოოდ მაღალმთიანი სოფლების განვითარებას შეუწყობს ხელს“, - სოფო კაკუშაძე, Europcar Georgia-ს მარკეტინგის მენეჯერი.

Europcar Georgia-ში ამბობენ, რომ შერჩეულ ლოკაციებზე ვიზიტები ადგილობრივების საჭიროებების გათვალისწინებით იგეგმება და სოფლებში დარჩენილ ოჯახებს საჩუქრებს სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩაუტანენ.

Europcar Goergia-სთან ერთად სამოგზაუროდ ემზადება ანსამბლი ,„დიდგორიც“. მუსიკოსები მთაში შემორჩენილ უნიკალურ ხმებსა და ხალხურ სიმღერებს შეაგროვებენ და მათ ხელახლა გააცოცხლებენ.

პანდემიის პერიოდში, სხვადასხვა რეგიონში ვიზიტების უსაფრთხოებისთვის, მონაწილეების კოვიდტესტირებას მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ უზრუნველყოფს.

--

Europcar Georgia თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სამ ძირითად სერვისს სთავაზობს: ავტომობილების დღიური გაქირავება, საოპერაციო ლიზინგი და სატრანსპორტო მომსახურება. ავტომობილის დაჯავშნა დისტანციურად, კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...