1 2 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, თიბისის საქველმოქმედო ანგარიშზე საქართველოს მოქალაქეებმა და კომპანიებმა უკვე 1,6 მილიონ ლარზე მეტი ჩარიცხეს

უკრაინელების მხარდასაჭერად, თიბისის საქველმოქმედო ანგარიშზე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი თანხა ჩარიცხოს და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე. თიბისის არაერთი მოქალაქე და კომპანია შემოუერთდა. ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინის დასახმარებლად უკვე 1,6 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. თანხა რეგულარულად ირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე. გუნდის სახელით, თიბისიმ  ფონდში 200,000 ლარი ჩარიცხა.

 

თიბისიმ მომხმარებლებს დონაციის პროცესი ციფრულ არხებშიც გაუმარტივა და თიბისის აპში სპეციალური შაბლონი - „მხარდაჭერა უკრაინას“ შექმნა.

 

უფასო გახდა ნებისმიერი  საქველმოქმედო და ჰუმანიტარული გადარიცხვა  უკრაინის მიმართულებით. საკომისიო გადასახადებს თიბისი თავის თავზე იღებს და მას სრულად ფარავს.

 

საბანკო ასოციაციის ორგანიზებით და  საბანკო სექტორის ერთიანი ძალისხმევით, ჰუმანიტარული ტვირთი  შეგროვდა და გაიგზავნა უკრაინაში. 

 

კომპანია  ფინანსურად ეხმარება  გუნდის  უკრაინელ წევრებს და მათ ოჯახის წევრებს.

 

თიბისი აფინანსებს ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვას და ეხმარება საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამთავრობო და კერძო სექტორს არაერთი პროექტის განხორციელებაში, მხარს უჭერს ბიზნესებს ამ რთული პერიოდის გადალახვაში სექტორული კვლევების და სამუშაო სესიების/შეხვედრების ორგანიზებით.

 

ინიციატივას თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებიც შეუერთდნენ. თიბისი დაზღვევა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაზღვევას სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს.

 

ციფრული პლატფორმები - Mymarket.ge, Vendoo.ge და myhome.ge თიბისის საქველმოქმედო ფონდში გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხის  3%-ს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად რიცხავენ. უკრაინის მოსახლეობის მხარდასაჭერად, სპეციალურად შეიქმნა რამდენიმე ახალი ციფრული სერვისი, რომლით  სარგებლობაც უფასოა:

 

●        Mymarket- ს დაემატა სპეციალური განცხადების ატვირთვის ფორმა. თუ მოქალაქე ჰუმანიტარული დახმარების ნივთების მიტანას უკრაინის საელჩოში ვერ ახერხებს, შეუძლია ნივთების შესახებ ინფორმაცია და მისამართი ვებ-გვერდზე  ატვირთოს. Mymarket-ის   კურიერი მას  საელჩოში წაიღებს, რის შემდეგაც ნივთი სხვა ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად უკრაინაში გაიგზავნება.

 

●        Vendoo-ზე შეიქმნა სპეციალური განყოფილება, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ნივთის შეძენა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. უკრაინის საელჩოში ნივთების ტრანსპორტირებას vendoo-ს გუნდი უზრუნველყოფს.

 

●        Myhome-მა შექმნა სპეციალური პლატფორმა თავშესაფრის მაძიებელი უკრაინის მოქალაქეებისთვის -  მათთვის, ვინც საქართველოში იმყოფება და არსებული ვითარები გამო  ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. ვებ-გვერდზე შესაძლებელია ისეთი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა, რომელიც გარკვეული ვადით უფასოდ დაეთმობათ უკრაინის მოქალაქეებს.  ინფორმაციის ნახვა ერთ პლატფორმაზე, მარტივად იქნება შესაძლებელი.


სხვადასხვა სახით, ქველმოქმედების იდეას შეუერთდნენ კომპანიები: თეგეტა მოტორსი, გეფა, The BODY SHOP და Afflelou Paris.

 

თიბისი, საფინანსო სექტორის სხვა მოთამაშეებთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი  დაუჭიროს უკრაინას ამ რთულ პერიოდში.

 

თიბისის საქველმოქმედო ანგარიშის რეკვიზიტები:
ლარის ანგარიშის ნომერი:

 #GE68TB7318736080100007

მიმღები: ააიპ თიბისელები

დოლარის  და ევროს ანგარიშის ნომერი:

 #GE80TB7318736180100001
მიმღები: NNLE TIBISELEBI

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...