თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...
|
საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებს ხშირად მომავლის დარგებად მოიხსენიებენ, თუმცა თუ გადავხედავთ კაცობრიობის განვითარების ბოლოდროინდელ ტემპებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ STEM უკვე დღევანდელობაა, ხოლო მისი პოპულარიზაცია — აუცილებელი.
სწორედ ამ მიმართულებების გაძლიერებას ემსახურება ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომელსაც ათასწლეულის ფონდი აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. 2014 წლიდან დღემდე კონკურსმა 2000-მდე ახალგაზრდას მისცა ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.
წელს პროექტს 11 ფინალისტი გუნდი ჰყავდა — ისინი პროექტებს კოსმოსისა და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, განათლების, გარემოს დაცვის და სხვა მრავალი მიმართულებით ავითარებენ. ეს გუნდები არიან BRAINS, Elves, W.A.T, Qminds, Memory Effect, ოთხი კიტრი, ხელმარჯვე ოსტატები, მწვანე მომავალი, SoSSer Group, იზოტოპები და Goal Digger. პირველ ადგილზე გასული გუნდი აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში იღებს მონაწილეობას. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, ასევე, მონაწილეობენ საერთაშორისო STEM პროექტებში, ხოლო სხვა ფინალისტი გუნდები სხვადასხვა პრიზით ჯილდოვდებიან.
აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია, კონკურსის პარტნიორია თიბისი, რომლის ფინანსური მხარდაჭერით, გასულ წლებში გამარჯვებული გუნდები აშშ-ში გაემგზავრნენ და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. თიბისი კონკურსის უცვლელი მხარდამჭერია წელსაც და იგი რჩეული გუნდისთვის სტიპენდიას აწესებს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი წელს, 12 იანვარს გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ.
მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა Goal Digger-ს, შექმნა „რობოტი მასწავლებელი“ - ინოვაციური ვირტუალური და რეალური რობოტი მასწავლებელი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც მასწავლებლის დამხმარე „კოლეგა“. ის მოსწავლეს ასოების, ფერების, ფიგურების, პირობითი ნიშნების ათვისებაში ეხმარება.
მეორე ადგილზე გავიდა გუნდი Memory Effect, რომელმაც შექმნა „სმარტ კოსტუმი“ ნითილონის ნივთიერების გამოყენებით. იგი ადამიანის სხეულის მოძრაობას აფიქსირებს და კიდურებს ნითინოლში დენის გატარების საშუალებით ამოძრავებს.
კონკურსის მთავარი პრიზი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, NASA-ს საზაფხულო ბანაკში გამგზავრება და პირველი ადგილი კი გუნდმა Elves-მა მოიპოვა. მათი პროექტის ამოცანა დახურულ სივრცეში, ჰაერის ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სპორებისგან და მტვრის ნაწილაკებისგან გაწმენდაა. ამისათვის ისინი კარბონის ნანობოჭკოების გამოყენებით დაბალ ძაბვაზე ფუნქციონირებად ჰაერის იონიზატორს აწყობენ.
Elves-ის წევრის, მარიამ მიქაძის თქმით, კონკურსის განმავლობაში მისი და მისი თანაგუნდელების გამოცდილება ამაღლდა. “ჩვენი გუნდი გაიზარდა, მოგვეცა საშუალება დავლაპარაკებოდით ჟიურის წევრებს, ათასწლეულის ფონდის თანამშრომლებს, წარგვედგინა ჩვენი პროექტი, მოგვესმინა მათი აზრი და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროექტი გვაძლევს ყველაფერს, რაც სჭირდება და უყვარს ინოვაციებით სავსე ახალგაზრდობას”.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება.
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...
თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...
დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...
Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...
როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...
თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...
თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები