„თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ...
“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლ...
|
საქართველოს ბანკი ინოვაციების დანერგვას აგრძელებს. პირველად საქართველოში, ონლაინ გადარიცხვების განხორციელება Viber-ის მეშვეობით ხდება შესაძლებელი. ამიერიდან საქართველოს ბანკის მომხმარებელი მარტივად და კომფორტულად, Viber-ის აპლიკაციაშივე შეძლებს განახორციელოს სასურველი ფულადი ტრანზაქციები. სიახლის დანერგვა MasterCard-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
პროექტი უკვე დიდი წარმატებით სარგებლობს უნგრეთში, რუმინეთში, უკრაინასა და ბელორუსში. საქართველოში კი ის პირველად, საქართველოს ბანკის მიერ ინერგება.
სერვისით სარგებლობისათვის ადრესატის მხოლოდ მობილური ტელეფონის ნომრის ცოდნა ან მათი Viber-ის კონტაქტების სიაში დამატებაა საჭირო. გადარიცხვების განსახორციელებლად მომხმარებლებს საბანკო ანგარიშების ერთმანეთთან გაზიარება არ დასჭირდებათ.
Viber-ის მეშვეობით გადარიცხვების განსახორციელებლად აუცილებელია ფლობდეთ ქართულ საბანკო ბარათს, ხოლო Viber-ის ანგარიში კი დაკავშირებული იყოს ქართულ მობილური ტელეფონის ნომერთან. ამ ეტაპზე გადარიცხვების განხორციელება ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანხა გადარიცხვისთანავე აისახება ბარათზე, უქმე დღეებშიც კი.
„ტექნოლოგიების დახმარებით, საბანკო და ფინანსური მომსახურება უფრო და უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება. საქართველოს ბანკიც სწორედ ციფრულ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე დაყრდნობით აგრძელებს მარტივი გადაწყვეტილებების დანერგვას, რომელიც მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული. Viber-ის აპლიკაციაში ინტეგრირებული სერვისის მეშვეობით, მომხმარებელი სულ რამდენიმე წამში შეძლებს სასურველი გადარიცხვის განხორციელებას. დარწმუნებული ვართ, სიახლე არაერთი მომხმარებლისთვის გახდება ონლაინ გადარიცხვების ყველაზე სწრაფი და მარტივი მეთოდი “, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ გომართელმა.
“შეტყობინებების პროგრამების სულ უფრო აქტიურად გამოყენებასთან ერთად საგრძნობლად იხვეწება მათი ფუნქციონალიც: დღეს აღნიშნული აპლიკაციები აღარ შემოიფარგლება მხოლოდ შეტყობინებებისა და დარეკვის ფუნქციებით და სულ უფრო მეტ მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებელს როგორც ყოველდღიური კომუნიკაციის გასამარტივებლად, ასევე ყოველდღიური საჭიროებების საპასუხოდ. მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ გადარიცხვების სერვისი, რომელიც Viber-ის მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, აპლიკაციიდან გაუსვლელად, თანაც უსაფრთხოდ, განახორციელონ ფულადი გადარიცხვები“, - განაცხადა კონსტანტინე კოსტადინოვმა, Rakuten Viber-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და CIS-ის ქვეყნებში გაყიდვების უფროსმა დირექტორმა.
„მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს ინოვაციურ ახალ ტექნოლოგიებს, რათა გადახდები/ გადარიცხვები უფრო სწრაფად და მარტივად განახორციელონ. მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ Rakuten Viber-თან და საქართველოს ბანკთან ჩვენი პარტნიორობით, მომხმარებლები უკვე შეძლებენ, უსაფრთხოდ გაგზავნონ P2P გადახდები თავიანთი შეტყობინებების აპლიკაციაში ისევე მარტივად, როგორც ეს თავად შეტყობინებების გაგზავნაა. გარდა ამისა, Mastercard-ის მფლობელებისთვის პირველი 6 თვის განმავლობაში ბარათებზე გადარიცხვის საკომისიო უფასო იქნება. ამავდროულად, Viber, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მესინჯერი საქართველოში, რაც შეიძლება ფართოს ხდის ასეთი გადარიცხვებით პოტენციურ მოსარგებლეთა დიაპაზონს და, შესაბამისად, მაქსიმალურად მოსახერხებელს მომხმარებლისთვის“, - აღნიშნა იგორ სტეპანოვმა, Mastercard-ის რეგიონულმა მენეჯერმა საქართველოსა და სომხეთში.
“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლ...
თიბისი კაპიტალის გუნდმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს, უკვე ტრადიციულად, მიმდინარე აქტუალური მაკროეკონომიკური და სექტორული განახლებები წარუდგინა. ამჯერად შეხვედრის მთავარ ფოკუსში მოექცა მსოფლიო ეკ...
ახალი თაობა ქმნის ახალ დღეს, ახალ მომავალს, ახალ ისტორიას, ამ გზაზე კი მათი ხელშეწყობა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობა თიბისისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია. თიბისი კამპუსი განათლების მი...
„ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“ – „დედამიწის დღე 2025“-ის მთავარი გზავნილის გარშემო წელს 193 ქვეყანა ერთიანდება. გარემოსდაცვით ღონისძიებაში უკვე ტრადიციულად ერთვება „თ...
კომპანია „ფენიქსი - პროექტირების მენეჯმენტი“, რომლის ძირითადი საქმიანობა სამშენებლო მასალების იმპორტსა და სამონტაჟო სამუშაოებს მოიცავს, გაფართოვდა. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ ...
თიბისი კაპიტალმა ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგია გამოაქვეყნა, რაც სადღეისოდ, საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე მოვლენების ფონზე კიდევ უფრო აქტუალურია. დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო...
საირმეში, ისტორიული პროექტის, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ფარგლებში, სსიპ „ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან“ ერთად, დათევზიანების პირველი ეტაპი დასრულდა. მდინარე წაბ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები