1 8 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ნიდერლანდების ელჩის ვიზიტი „თეგეტა თრაქ ენდ ბასში“

„თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ ნიდერლანდების ელჩს უმასპინძლა.  მააიკე ვან კოლდამმა  პირველი ავტომექანიკოსი ქალები მოინახულა, რომლებიც თეგეტამ პროექტის „პროფესიას არ აქვს გენდერი“ ფარგლებში მოამზადა,  ორგანიზაცია „მოძრაობა ცვლილებისთვის“ მონაწილეობით.

კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმრებს “თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრი დაათვალიერებინეს. ელჩმა ქალების მიერ სატვირთოს შეკეთების პროცესი შეაფასა,  წარმატება უსურვა და თეგეტასთან და ‘’მოძრაობა ცვლილებისთვის’’ წარმომაგდენლებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 „თეგეტაში აქტიურად ვმუშაობთ ქალების გაძლიერების მიმართულებით. სიამოვნებით დავთანხმდით ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერილ პროექტს -„პროფესიას არ აქვს გენდერი“. მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ პირველია საქართველოში, ვინც შეძლო ქალები სატვირთო მექანიკოსებად მოემზადებინა. აღსანიშნავია, რომ ისინი ყოველდღიური საქმიანობით ანგრევენ სტერეოტიპებს და ამტკიცებენ, რომ  შეუძლიათ იყვნენ წარმატებულები ყველა პროფესიაში, სადაც მოისურვებენ,“ -  ირაკლი პაპიაშვილი, თეგეტა მოტორსის სატვირთო, ავტობუსების და მძიმე ტექნიკის მიმართულების დირექტორი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ქალებს აძლევს საშუალებას დაეუფლონ პროფესიებს, რომლებიც როგორც წესი, მამაკაცების პროფესიებად მიიჩნევა. ჩემი დღევანდელი ვიზიტის მიზანი, სწორედ იმ მნიშვნელოვანი პროექტის შეფასებაა, რომლის ფარგლებში ქალები სატვირთოს მექანიკოსობას სწავლობენ. დღეს ჩემი თვალით ვნახე, რა კარგად შეუძლიათ ქალებს იმუშაონ ამ მიმართულებაში. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქალს ზუსტად იმავე საქმის კეთება შეუძლია, რაც - კაცს,“ - მააიკე ვან კოლდამი, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

კამპანიის "პროფესიას არ აქვს გენდერი” ფარგლებში ქალებმა „თეგეტა აკადემიაში“ „სატვირთო ავტომობილის აგებულების გრძელვადიანი ტრენინგის“ თეორიული კურსი უკვე წარმატებით დაასრულეს. ისინი ახლა „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრში პრაქტიკულ სწავლებას გადიან. ამ ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ კი სამი ქალი სატვირთო ავტომობილის მექანიკოსად დასაქმდება.

თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თრაქ ენდ ბასი 2006 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის კომერციული ტრანსპორტის სრულ სერვისს, ასევე რეალიზაციასა და რეალიზაციის შემდგომ საგარანტიო მომსახურებას. თრაქ ენდ ბასი სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელი გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...