ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
17-23 აგვისტოს, ბათუმი ელექტრონული მუსიკის დღეებს უმასპინძლებს. კვირეული ზღვისპირა ქალაქში „ჰით-ბათუმი 2015“-ის ფარგლებში გაიმართება.
18-19 აგვისტოს, ბათუმს პაროვ სტელარის ბენდის წევრი - მაქს ზი საქსი ეწვევა, რომელიც საკუთარ რეპერტუარს საფესტივალო კლუბ “Take Five” - ში შეასრულებს. ის ამავე დროს პაროვ სტელარის ბენდის წევრია, უკრავს საქსაფონზე. მან ასევე პაროვ სტელარისგან დამოუკიდებლად შექმნა ორკაციანი ჯგუფი, საქსაფონითა და დრამერით. ზღვისპირა ქალაქის დამსვენებლებს ელექტრონულ მუსიკას სწორედ ისინი შესთავაზებენ.
ამავდროულად, 20 აგვისტოს, პირველად ბათუმში, ტენისის კორტებზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ბლიკ 2015“ სტარტს აიღებს, რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება დაბათუმში 23 აგვისტოს დასრულდება.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი უცხოელ და ქართველ შემსრულებლებს აერთიანებს. ამავდროულად, „სითი საუნდი“ უცხოელ და ქართველ არტისტებს მოუყრის თავს. აღნიშნული ფესტივალის ამოცანაა იმ ტიპის „საუნდის“ პოპულარიზაცია, რაც დღეს პოპულარულია ევროპაში, კერძოდ ბერლინში. მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი ქართველ დიჯეებზე გაკეთდება.
ფესტივალში 20 ქართველი და 25 უცხოელი არტისტი მონაწილეობს. სითი საუნდის დღეები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და სამი სხვადასხვა ფორმატის ელექტრონულ მუსიკას გააერთიანებს. სამი დღის განმავლობაში სცენის დიზაინები სამჯერ განახლდება. პირველ დღეს - განათება, მეორე დღეს დაემატება ვიზუალ არტი და მესამე დღეს კი ამ ყველაფერს ე.წ. მეფინგი გააერთიანებს. სცენის დიზაინზე, ვიზუალზე და მეფინგზე მსოფლიოს არტისტებთან ერთად ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიზანია ქართველი და ევროპელი დიჯეების დაახლოება, , მუსიკის გაცნობა, კონტაქტების გაცვლა და ქართული ელექტრონული მუსიკის ევროპაში პოპულარიზაცია.
ბათუმის ჩოგბურთის კორტები ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ფარგლებში 20-22 აგვისტოს 20:00 საათზე City Sound-ს უმასპინძლებს, ხოლოდ 20-23 აგვისტოს, 13:00 – 19:00 საათზე საფესტივალო კლუბი Take Five გიორგი შენგელიას, DJ ერიქსონს, DJ კობერტს, Vincent Volt, Hvl და ლაშა გურულს რეპერტუარს დაეთმობა. 21 და 23 აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრსა და პიაცაზე მუსიკალური საღამო „მუსიკა საზღვრებს გარეშე“ გაიმართება. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 23 აგვისტოს, საფესტივალო კლუბში გიორგი შენგელიას რეპერტუარით დასრულდება.
”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება! აქ ყოველდღე რაღაც ხდება!
პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.
„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.
„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.
პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები