სოც. მედია
თბილისის მეტროპოლიტენის განცხადება
2015-08-10 23:19:37
უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით ხვალ, 11 აგვისტოს თბილისის მეტროპოლიტენი გვიან ღამემდე იმუშავებს. მეტროპოლიტენი მგზავრებს 03:00 საათის ჩათვლით მოემსახურება.
უეფას სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე", თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
კომენტარები