ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
"ჩემ ბავშვობაში უფროსები ერთ ანეგდოტურ შემთხვევას იხსენებდნენ:
ტიპს უარი უთხრეს სამსახურში მიღებაზე იმიტომ, რომ ვიღცას უთქვამს, მაგას პოლიციაში რაღაცაზე ქონდა საქმეო. დააკონკრტეეო, თხოვეს ენამწარეს: „შუბი“ მოპარვას ეხებოდაო... არ ვიცი ზუსტად, მაგან მოიპარა თუ მაგას მოპარესო...
ამ სიტუაციას ჰგავს დღეს ფეისბუკში გავრცელებული ამბავი, რომელსაც, ალბათ, საფუძველი მისცა „კვირის ქრონიკაში“ ჟურნალისტ გელა ზედელაშვილის ავტორობით გამოქვეყნებულმა წერილმა. ზედელაშვილმა არ იცის, თათარაშვილმა ჩაუშვა მამულიჩა თუ მამულიჩამ თათარაშვილი. არ იცის, მაგრამ მაინც წერს, ამტკიცებს... არავითარი ეჭვი! არავითარი უდანაშაულობის პრეზუმფცია! როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს!
კატეგორულად ვაცხადებ, რომ „ჩაშვებასთან“ დაკავშირებული აშკარა ბოდვა ჯურნალისტ გელა ზედელაშვილისა და მისი „წყაროს“ ფანტაზიის ნაყოფია!
ამის შესახებ პირადადაც ვაცნობე ტელეფონით საუბრისას ამ ჭორიკნობის ავტორს. ისიც ვიცი, რომ მისი „შემოქმედებითი სტილიდან“ გამომდინარე, ამ ჩემ სატელეფონო ზარს გაგრძელება ექნება, რასაც მე ადექვატურად გამოვეხმაურები–დავდგები სამართლებლივ გზაზე.
ძალიან მეწყინა, რომ კახა მამულაშვილის დაკავებასთან დააკავშირა ჩემი გვარი იმ გაზეთმა, რომელსაც დღემდე დიდ პატივს ვცემ და რომელსაც არაერთგზის გამოუქვეყნებია ჩემი ინტერვიუ თუ ჩემს კონცერტებთან დაკავშირებული მასალა.
და ბოლოს ვიტყვი: თავის დროზე, ნებსით თუ უნებლიეთ, დავუშვი შეცდომა და ეს ჩინებულად გამოიყენა სახელისუფლებო თუ მასთან დაახლოვებულმა იმ ჯგუფმა, ვინც არ მაპატია ჩემი აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია, უარი „სპეციალიზებულ“ სანახაობებში მონაწილეობაზე, განსაკუთრებით, საჯარო გამოსვლები მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის გასხვისების მცდელობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო მიტინგებზე. სამართლიანად თუ უსამართლოდ, კანონიერად თუ უკანონოდ მომისაჯეს თავისუფლების აღკვეთა და საკმაო დრო მამყოფეს ციხეში.
ახლა რაო, რას მიკიჟინებს ჟურნალისტი, რას მაბრალებს? არ მამყოფინა ის მკაცრი სასჯელი, ჩირქსაც რომ ცხებს ჩემს სახელს?
ყველამ (მათ შორის ამ ჟურნალისტმაც და მათ), ვინც ხელების ფშვნეტით შეხვდა ამ ბინძური მასალის გამოქვეყნებას, თავიანთ რეპუტაციას მიხედოს, თავის გულში ჩაიხედოს... ნუ უხარიათ ადამიანის გადაცდომა, წაფორხილება, შეცდომა... ქვა იმან ისროლოს, ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია!"-წერს თემურ თათარაშვილი "ფეისბუქ " გვერდზე
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები