სოც. მედია
სკვერში, სადაც ბავშვები თამაშობდნენ ახალგაზრდა მამაკაცს 4 ტყვია ესროლეს
2015-06-23 23:55:15
ამ წუთებში იოსებიძის ქუჩა #47-ში მდებარე სკვერში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა განუცხადა, მამაკაცს ორმა უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახლობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჭრილი ამავე უბნის მცხოვრებია.
შემთხვევის დროს სკვერში ბავშვები და ქალებიც იმყოფებოდნენ.
ipn.ge
კომენტარები