ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამის ზაფხულის კურსებზე - მოლაპარაკე პროგრამების, ვებგვერდების და კომპიუტერული თამაშების შექმნას - 600 სკოლის მოსწავლე სწავლობს.
დღეს ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მიღწევის განმსაზღვრელია. სწორედ ამიტომ, თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.
ტექ განათლების მოკლე და გრძელვადიან კურსებზე დასასწრებად, პირველ ეტაპზე, 1000-ზე მეტი რეგისტრირებულიდან 600 ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც ვებგვერდების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნას სწავლობენ. თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამები მოიცავს ონლაინ კურსებს, ვორქშოფებს, კონკურსებს, ჰაკათონებს და სხვა წამახალისებელ-შემოქმედებით მიმართულებებს.
აღნიშნული პროგრამების განხორციელებით, თიბისის მიზანია, ხარისხიანი საბაზისო ცოდნა მისცეს უფროსკლასელებს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.
„თუკი ჩვენ გვინდა რომ მომავალში ჩვენი ქვეყანა უკეთესი იყოს, გზა უკეთესი საქართველოსკენ განათლებაზე გადის. ამიტომ, თიბისისთან ერთდ, შევიმუშავეთ საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. ჩვენი პროექტი ახალგაზრდებს იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს გააცნობს, რომელთა გამოყენებით ისინი თავიანთი იდეების განხორციელებას და საკუთარი პოტენციალის რეალიზებას შეძლებენ“ - სანდრო ასათიანი, უნილაბის დირექტორი.
თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით. პროგრამა სრულად ფინანსდება თიბისის მიერ.
სექტემბრიდან, თიბისის ტექ განათლების კურსებზე მიღება კვლავ განახლდება. შემოდგომიდან თიბისი, მოსწავლეებს, არსებულთან ერთად ახალი მიმართულებების, უფრო მრავალფეროვან და მოცულობით კურსებს შესთავაზებს.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები