თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
2022 წლის 15 ნოემბრიდან, ლიბერთი თავის მომხმარებელს მარტივ და უსაფრთხო გადახდის საშუალებას Google Pay-ს სთავაზობს. Google Pay-ს საშუალებით უკონტაქტო გადახდები და ციფრული საფულე ‘Google Wallet’ უკვე ხელმისაწვდომია Android და WearOS მხარდაჭერის მოწყობილობებზე.
ლიბერთის ბარათების მომხმარებლებს სადებეტო და საკრედიტო ბარათების Google Wallet-ში დამატება დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ. გუგლის ციფრული საფულე და გადახდის მეთოდი, მათ მისცემს გადახდის უსაფრთხო საშუალებას ნებისმიერ ადგილას, სადაც ხელმისაწვდომია გადახდის უკონტაქტო სერვისი. ბარათის მფლობელები შეძლებენ ისარგებლონ ყველა იმ ბენეფიტით, რომელიც ლიბერთის ბარათზეა მათთვის ხელმისაწვდომი.
მომხმარებლის ინფორმაციის სრულად დაცულობისთვის, Google Pay-თ გადახდისას, გათვალისწინებულია უსაფრთხოების რამდენიმე დონე, რომელიც კიდევ უფრო მეტ უსაფრთხოებას სძენს ლიბერთის ბარათებს. მათ შორისაა საერთაშორისო სტანდარტების ტოკენიზაცია, რომელიც ნიშნავს, რომ Google Wallet-ში დამატებული ბარათით გადახდისას, ტრანზაქციები ხორციელდება ბარათის ვირტუალური ნომრით (ტოკენით). თითოეული ტოკენი მორგებულია კონკრეტულ მოწყობილობაზე და ასოცირებულია დინამიურ უსაფრთხოების კოდთან, რომელიც ცვალებადია ყოველ ახალ ტრანზაქციაზე. ასევე, ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში, ‘Find My Device’ ფუნქციის გამოყენებით მარტივია ტელეფონზე წვდომის შეზღუდვა, ახალი პაროლის დაყენება, ან პერსონალური და ფინანსური მონაცემების სრულიად წაშლა.
„Google Pay მომხმარებელს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გადახდებს Android და WearOS მოწყობილობებზე 45-ზე მეტ ქვეყანაში სთავაზობს. მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ დაამატონ თავისი სადებეტო და საკრედიტო ბარათები Google Wallet-ში და იყვნენ თავდაჯერებულები, რომ მათი ფინანსური ინფორმაცია დაცული და უსაფრთხოა ნებისმიერი შენაძენისას“ - ჯენი ჩენგი, Google Wallet-ის ვიცე პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი.
„Google Pay-ს მხარდაჭერის ჩართვა ლიბერთის ბარათის მფლობელებისთვის, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, ლიბერთის ორიენტირებულობას მომხმარებლებისთვის გამოცდილების გაუმჯობესებასა და ინოვაციებისკენ სწრაფვაზე. ჩვენი ცხოვრება ყოველდღიურად უფრო ციფრული და მობილური ხდება - იგივე ვრცელდება საბარათე ოპერაციებზეც.
ჩვენი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ ანდროიდის მობილური მოწყობილობებით გადახდა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მარტივ, უსაფრთხო და ეფექტურ საბარათე გადახდებს. Google Wallet სრულად ციფრულ გადახდის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს, თანაც ბარათის მონაცემებს უსაფრთხოდ იცავს.
მოხარულები ვართ, რომ დღეიდან, ლიბერთის ნებისმიერ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა Google Pay-ის უკონტაქტო გადახდებით ისარგებლოს და ამავდროულად გამოიყენოს ლიბერთის ბარათების ყველა პირობა და ლოიალობის პროგრამები.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს ინტენსიური მუშაობისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ერთ-ერთი ისეთი პროდუქტია, რომელიც ეხმიანება ბანკის მისიას - გავაუმჯობესოთ ადამიანების, მათი ოჯახებისა და ბიზნესების ცხოვრება საქართველოში.“ - გიორგი ქოროღლიშვილი, დისტანციური არხების, ბარათების განვითარებისა და ლოიალობის მიმართულების დირექტორი.
როგორ დავამატო ბარათი Google Wallet-ში ლიბერთის მობაილ ბანკიდან?
როგორ დავამატო ბარათი Google Wallet-ში?
სს ლიბერთი ბანკის შესახებ
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები