თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
საქართველოს ბანკი, როგორც ინოვაციური ბანკი, ამ მიმართულებით სიახლეების დანერგვას მუდმივ რეჟიმში განაგრძობს. კომპანია Google-ის საგადახდო აპლიკაცია - Google საფულე (Google Wallet) საქართველოში შემოვიდა.
Google Pay-ს უკონტაქტო გადახდების სისტემა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის. დღეიდან მათ, ვისაც Android-ის ტელეფონი აქვს, (Android lollipop 5.0 ან მასზე მაღალი მხარდაჭერით) ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ საგადახდო სისტემით და სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ, ტელეფონის პოსტერმინალზე ერთი დადებით განახორციელონ გადახდები. Google Pay-ს მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია Visa, Mastercard და American Express- ბარათით გადაიხადოს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალით და ონლაინ ვაჭრობისას. ასევე, გაანაღდოს თანხა ბანკომატით Visa ან Mastercard-ის საშუალებით.
Google საფულის (Google Wallet) საგადახდო აპლიკაციაში ბარათის დამატება ძალიან მარტივია. მომხმარებელი მობილბანკში ავტორიზაციის გავლის შემდეგ Google საფულეში მისთვის სასურველი საბანკო ბარათის Visa, Mastercard თუ American Express მონაცემების შენახვა/დამახსოვრებას ახდენს, რომლის შემდეგაც ავტომატურად ეხსნება Google საფულე და მასში ასევე ავტომატურად აისახება საბანკო ბარათის მონაცემები;
უნდა აღინიშნოს, რომ Google Pay-ს გამოყენება გადახდებს კიდევ უფრო დაცულს ხდის. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც მომხმარებელი ახორციელებს გადახდებს Google Wallet-ში არჩეული ბარათის მეშვეობით, ტრანზაქციები ვირტუალური ბარათის (ე.წ.ტოკენის) ნომრის გამოყენებით ხორციელდება. ეს გახლავთ უსაფრთხოების დინამიური კოდი, რომელიც ყოველ ტრანზაქციასთან ერთად იცვლება, რაც უსაფრთხოების დამატებით გარანტიას წარმოადგენს. Google საფულის დასაყენებლად აუცილებელია ძლიერი ავთენტიფიკაციის გავლა. მისი გამოყენება კი უსაფრთხოა.
„ჩვენთვის როგორც მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკისთვის, მნიშვნელოვანია დროულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მუდმივად ცვალებად ინტერესებსა და საჭიროებებს რათა მათ ახალი, ტექნოლოგიური გადაწყვეტები შევთავაზოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ბანკის მიერ Google Pay -ის ინოვაციური გადახდების დანერგვაც. გადახდის ეს კომფორტული, სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო საშუალება ამ დრომდე არ იყო ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც Android-ს იყენებდა, შექმნა Tskapp აპლიკაცია, რომელსაც ახლა უკვე სრულად ჩაანაცვლებს Google Pay. Google-ის საგადახდო აპლიკაცია 45-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. მოხარული ვარ, რომ დღეიდან ამ სიას საქართველოც შეემატა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„Google Pay მომხმარებლებს 45-ზე მეტ ქვეყანაში სთავაზობს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გადახდებს საკუთარი Android-ით ან Wear OS მოწყობილობით“, - განაცხადა ჯენი ჩენგმა, Google Wallet-ის ვიცე-პრემიერმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. „მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად დაამატონ სადებეტო და საკრედიტო ბარათები Google Wallet-ის აპში და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი ფინანსური ინფორმაცია დაცულია, გადახდები კი, რომელსაც ისინი ონლაინ ან ტრანსპორტით მგზავრობისას განახორციებელენ, სრულიად უსაფრთხო“.
Google Pay-ით სარგებლობისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://go.bog.ge/3tytNnL
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები