ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
„თეგეტა მოტორსში“ ქეშბექ შეთავაზება დაბრუნდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თეგეტას მომხმარებელი ახლა უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. ქულების დაგროვების პროგრამაში ჩართვა პირველივე გადახდაზეა შესაძლებელი.
ქეშბექის პროცენტი ბარათის ტიპის მიხედვით იცვლება. CLASSIC ბარათის მფლობელები თანხის 7%-ს დაიბრუნებენ, SILVER-ის მფლობელებისთვის 10%-ია განსაზღვრული, ხოლო GOLD ბარათის შემთხვევაში ქეშბექი 15%-ია.
„თეგეტა მოტორსში“ დახარჯული თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია როგორც სერვისით სარგებლობისას, ასევე ნებისმიერი ავტოპროდუქტის შეძენის შემთხვევაში. შეთავაზებით მომხმარებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ, 17-ვე ფილიალში ისარგებლებს.
„თეგეტას ყოველწლიურად 130 000-მდე მომხმარებელი ჰყავს, რომელსაც შეგვიძლია 300-ზე მეტი ბრენდის პროდუქცია შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია ადამიანებს ავტომობილის ფლობა კიდევ უფრო გავუმარტივოთ. ხარისხიანი სერვისითა და პროდუქციით სარგებლობას „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებელი მიჩვეულია. ახლა კი, დახარჯული თანხის უკან დაბრუნებას შეძლებენ. მათთვის მაქსიმალურად გამარტივებული და მოქნილი ლოიალობის პროგრამა შევქმენით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქეშბექ აქციით სარგებლობას მომხმარებელი პირველივე გადახდაზე შეძლებს, საშუალება ექნება ქულებს თანხა დაამატოს სურვილის შემთხვევაში და წლის ბოლომდე გამოიყენებს“ - ვახტანგ ღულაძე, „თეგეტა მოტორსის“ კომერციული დირექტორი.
ქეშბექით დაგროვებული თანხის გახარჯვა ნებისმიერ სერვისსა და პროდუქციაზე, ფასდაკლების შემთხვევაშიც ხდება. ქულების გამოყენებისას, თანხის დამატებაც შესაძლებელია.
კომპანიის შესახებ: თეგეტა მოტორსი 26 წლიანი გამოცდილებით, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. კომპანია, რომელმაც ავტომომსახურების სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს. თეგეტას ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და ა.შ.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები