ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
3 თებერვალი, 2022- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი მომავლის პროფესიების პოპულარიზაციას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი უკვე 1 წელია კარიერულ განვითარებასა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული YouTube არხის, Fennec Tech Studio-ს მხარდამჭერია. YouTube არხმა ტექნოლოგიებით დაინტერესებული არაერთი ერთგული მაყურებელიც შეიძინა, რაზეც შთამბეჭდავი შედეგები მეტყველებს.
დღეს Fennec Tech Studio-ს YouTube-ზე 10 000, ხოლო TikTok-ზე 12 000-ზე მეტი გამომწერი ყავს. სხვადასხვა სოციალურ ქსელებში განთავსებულ ვიდეოებს კი ჯამში, მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
Fennec Tech Studio-ს მთავარ მიზანს ტექ მიმართულებით კარიერული განვითარებისთვის საჭირო რესურსზე წვდომის გაზრდით, ახალგაზრდებში ტექნოლოგიური სფეროს პოპულარიზაცია წარმოადგენს.
„აქამდე არ არსებობდა კონტენტი, რომელიც ქართულ ენაზე, არასალექციო ფორმატში, მოყვებოდა ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციას, დაფარავდა ტექნოლოგიური პროფესიების დიდ სპექტრს და რაც მთავარია, არ იქნებოდა ერთჯერადი - ანუ ექნებოდა არხის ფორმა. Fennec Tech Studio იქცა კონტენტის ერთგვარ ბიბლიოთეკად, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლია გაეცნო სხვადასხვა ტექნოლოგიური პროფესიების შესახებ ინფორმაციას“, - განმარტავს YouTube არხის შემქმნელი, მარიამ გაგუა.
Fennec Tech Studio-ს ვიდეოებს ძირითადად სამი მიმართულებით შეხვდებით - ტექნოლოგიები, მომავლის პროფესიები და კარიერული განვითარება. YouTube არხმა ვიდეოების სახით გამომწერებს უკვე 20-ზე მეტი ტექნოლოგიური პროფესია გააცნო და სხვადასხვა დარგის პროფესიონალების რჩევები გაუზიარა. სამომავლოდ, არხის შემქმნელები კიდევ უფრო მეტი მიმართულების მოცვასა და ტექნოლოგიური სფეროს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო კარიერული გზის პოპულარიზაციას გეგმავენ.
ინფორმაციისთვის, 2020 წელს, საქართველოს ბანკმა წამყვან საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია „ინსორსთან“ თანამშრომლობით პროექტ – „მომავლის პროფესიების“ განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანი შრომის ბაზრის ცვლილებებზე ცნობადობის ზრდა, ახალი პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ადამიანების პროფესიული მხარდაჭერაა.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები