„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტ...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
|
საკარანტინე შეზღუდვების პირობებში საკვები წყაროს გარეშე დარჩნენ მიუსაფარი ცხოველები. რე|ბანკმა გადაწყვიტა ასეთი ძაღლების და კატებისთვის საკვების შეძენა და იმ ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფებისთვის გადაცემა, რომლებიც ქუჩაში მყოფ ცხოველებზე აქტიურად ზრუნავენ ქვეყნის მასშტაბით:
- ‘მიუსაფარ ცხოველთა კლუბი’
- საინიციატივო ჯგუფი ‘მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის’
- ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი
„პანდემიის და ზამთრის პირობებში საკვების მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა მიუსაფარი ცხოველებისთვის. რე|ბანკისგან გადმოცემული საკვები დაურიგდებათ თბილისში მიმკედლებლებს და მიუსაფარ ძაღლებზე მზრუნელ პირებს. რებანკის ინიციატივა სოციალური პასუხისმგებლობის მისაბაძი მაგალითია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიუსაფარი ცხოველებისათვის, ასევე მათზე მზრუნველი ადამიანების და მიმკედლებლებისათვის.“ - ნანა ძირტკბილაშვილი, მიუსაფარ ცხოველთა კლუბის წარმომადგენელი.
„მადლობელი ვართ რებანკის, რომელიც საკვებით დაეხმარა ჩვენს ყოველწლიურ სოციალურ აქტივობას „გახდი სანტა მიუსაფარი ცხოველებისთვის". აღნიშნული აქცია ითვალისწინებს შემოწირულობების შეგროვებას და შემდგომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიუსაფარ ცხოველებსა და მათ გულშემატკივრებზე განაწილებას.“ - თიკო კვალიაშვილი, ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი.
„მთელი გუნდის სახელით მსურს, მადლობა გადავუხადო რე|ბანკს, რომელმაც გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და გადაწყვიტა, დახმარებოდა ქუჩის ცხოველებს. მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით სამუშაო სივრცეები და საკვები ობიექტები კვლავ დაიხურა, მიუსაფრები საკვები წყაროს გარეშე დარჩნენ. განსაკუთრებით მძიმეა მათი ყოფა მაგისტრალებსა და დაუსახლებელ ტერიტორიებზე. რე|ბანკის შემოწირულობით შეძენილი საკვებით შევძლებთ, დავაპუროთ მარტო დარჩენილი ცხოველები რამდენიმე რეგიონში, რომლებსაც კიდევ უფრო მეტად ვჭირდებით ზამთარში. იმედი გვაქვს, რომ ეს კოლაბორაცია იქნება საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გახდნენ ცხოველები კომპანიების CSR-ის სტრატეგიის ნაწილი.“ - მარიამ ცერცვაძე, მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის თანაორგანიზატორი.
რე|ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ამ მიმართულების აქტივობა პირველი არაა. ბანკმა 2019 წლის ოქტომბერში დააფინანსა Dog Organization Georgia-ს პროექტი: თავშესაფრის ტერიტორიაზე მოეწყო და ტექნიკურად გაიმართა ვეტერინარული ოთახი, რომელიც მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაციას და პირველად დახმარებას უზრუნველყოფს.
რე|ბანკი პაშა ბანკის საცალო მიმართულების ქვე-ბრენდია, რომელიც 2019 წლის აგვისტოში შემოვიდა ქართულ საბანკო სივრცეში და მომხმარებელს ძირითად საბანკო პროდუქტებთან ერთად სთავაზობს ინოვაციურ განვადების და საკრედიტო ბარათს ტოპ|ქარდი.
rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები