1 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „წლის სოციალური საწარმო“ გამოვლინდა

20 ნოემბერი, 2020-  საქართველოს ბანკი სოციალური მეწარმეობის წახალისებას  განაგრძობს. 19 ნოემბერს სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ ორგანიზებული- „სოციალური მეწარმეობის მე-9 ფორუმი“ გაიმართა. ღინისძიების თანაორგანიზატორი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) იყო. ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო სპიკერები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სოციალურ საწარმოთა ალიანსებიდან წარსდგნენ. ფორუმის ბოლოს კი ფარული კენჭის ყრით „წლის სოციალური საწარმო“ „გუმბათი“  გამოვლინდა, რომელსაც საქართველოს ბანკის  მიერ გრანტი გადაეცა. 

სოციალური საწარმო გუმბათი არის ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების ადგილი წალკაში, რომლის მისიაა წალკის თითოეულ მაცხოვრებელს ჰქონდეს თანასწორი, უსაფრთხო და განვითარებული საცხოვრებელი გარემო. 

წლევანდელი ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და ფიზიკურ სივრცეში წარმოდგენილ მომხსენებლებს დამსწრეები Zoom-ის საშუალებით ადევნებდნენ თვალყურს. ფორუმის ძირითადი თემები აერთიანებდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ახალგაზრდები და სოციალური მეწარმეობა; სოციალური მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერა: არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები; კრიზისული სიტუაციების მართვა და მისი დაძლევის საუკეთესო მაგალითები ქართველ სოციალურ მეწარმეებთან და COVID-19-თან მიმართებაში. 

„საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს. გვეამაყება, რომ ბანკის ჩართულობით, სოციალური მეწარმეობის ფორუმი საქართველოში უკვე მეცხრედ ჩატარდა. პროექტის ფარგლებში ის საწარმოები ფინანსდება, რომლებიც ორმაგი - ეკონომიკური და სოციალური მიზნებით გამოირჩევიან. სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლება და მეტი ადამიანის, სფეროს და ადგილის განვითარება ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება“,- განაცხადა  საქართველოს ბანკის CSR- ის მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან იმართება და მისი მიზანია კონცეფციის პოპულარიზაცია და სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის ხელშემწყობი ეკოსისტემის ფორმირება საქართველოში. ფორუმი სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ და გააძლიერონ საქმიანი კავშირები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოციალური საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ სოციალური მეწარმეობის განვითარების მიმართულებით და მხარს უჭერენ კონცეფციას. წელს სოციალური მეწარმეობის ფორუმი საერთაშორისო კვირეულის ფორმატში გაიმართა, რითიც საერთაშორისოდ დაგეგმილ ღონისძიებებს შეურთდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი ...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკლ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...