„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტ...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
|
4 ნოემბერი, 2020- საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის მის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი იურიდიულ პირებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ პროდუქტებზე უპრეცედენტო, სრულიად ციფრულ მომსახურებას სთავაზობს.
აღნიშნული სერვისი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ დროს სწრაფად და ეფექტურად მოახდინოს გარიგებასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება, მიიღოს მონაწილეობა საქართველოს სამთავრობო აუქციონში და დროის რეალურ რეჟიმში უყუროს მიმდინარე გარიგების სტატუსს. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ციფრული მომსახურების ფარგლებში მომხმარებელი ასევე შეძლებს გადაამოწმოს პორტფელის მოცულობა, მისთვის სასურველ ფორმატში ჩამოტვირთოს გარიგებებზე ინფორმაცია და დაათვალიეროს პორტფელის დინამიკა, როგორც ფულადი სახსრების, ასევე ფასიანი ქაღალდების კუთხით.
„როგორც საქართველოს ბაზარზე ერთადერთი ქასთოდიანი ბანკი, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ მრავალფეროვან მომსახურებას, რაც მოიცავს: ფასიანი ქაღალდების შენახვას და ანგარიშსწორებას, კორპორაციული ქმედებების მართვას და მათგან მიღებული შემოსავლების აღრიცხვას. ასევე, სხვადასხვა ტიპის ანალიტიკურ რეპორტინგს. საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს ისეთი ინსტრუმენტების შენახვას როგორიცაა ობლიგაცია, აქცია, თამასუქი, სადეპოზიტო სერტიფიკატი და ფონდი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული სერვისების მიღება ჩვენს მომხმარებელს უკვე სრულად ციფრულად შეუძლია“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ქასთოდიანი ბანკი, მომხმარებელს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ პროდუქტებსა და მომსახურებას უკვე 10 წელია სთავაზობს. ბანკი აქტიურად არის ჩართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში და ყოველწლიურად ნერგავს ინოვაციურ პროდუქტებს და ახალ შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის სერვისი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. სერვისის მაღალ ხარისხზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 8 წლის მანძილზე, 2012 წლიდან მოყოლებული, ბანკი ყოველ წელს იღებს Global Finance-ის ჯილდოს-World’s Best Sub-Custodian Bank, როგორც საქართველოში საუკეთესო ქასთოდიანი ბანკი.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:
https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5f7599c082dc63b8893e975f
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები