0 4 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“ლელოს” გეგმა მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად

“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა  გალდავა ევროპის მოედნის ამფითეატრში ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ, რომელსაც "ლელოს” "მარშალის ახალი გეგმა საქართველოს რეკონსტრუქციისთვის" გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა.

პარტიის ლიდერებმა ისნის მაცხოვრებლებთან ერთად ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს და მისი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. მათ შორის ახალგაზრდობის პრობლემებსა და  მრავალშვილიანი ოჯახების ყოველდღიურობაზე იმსჯელეს. 

მამუკა ხაზარაძის თქმით, მრავალშვილიანი დედებისა და ოჯახების საკითხს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 

“მე თვითონ მრავალშვილიანი ვარ, 5 შვილი მყავს, მაგრამ მრავალშვილიანი დედების თემას რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს ცალსახაა. ვიცი, როგორ არსებობენ ისინი,როგორ მუშაობენ და ცხოვრობენ. სოციალიზაციას, აზრების გაზიარებას, სოლიდარობას და მხარდაჭერას აქვს დიდი ეფექტი. მრავალშვილიანმა მშობლებმა არ უნდა იგრძნონ და ვიღაცამ არ უთხრას, თუ რად უნდოდათ ამდენი შვილი, თუ მათი რჩენა არ შეეძლოთ, ეს მენტალობა უნდა შეიცვალოს,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ახალგაზრდებისა და მათი ოჯახებისთვის კი “ლელოს” თავმჯდომარემ პარტიის მიერ მათთვის შეთავაზებულ პროგრამაზე ისაუბრა. 

“უნდა დავეხმაროთ და გავაძლიეროთ ახალგაზრდები, პირველი სამსახურით, რაც სახელმწიფოს და კერძო სექტორის მთავარი მიზანი უნდა გახდეს. ჩვენი გამარჯვების შემდეგ მთავარი მიზანი იქნება, ის რომ ახალგაზრდა ოჯახებს დავეხმაროთ, რათა შეძლონ ბინის შეძენა. 

იქირავე და გახდი მესაკუთრე, ეს იქნება ჩვენი წარმატებული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალ დაოჯახებულები შეძლებენ ბინის შეძენას.  ჩვენ შემოვიღებთ  ბარათ 25-ს, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს უზარმაზარ შეღავათებს, მაგალითად ტრანსპორტში, რათა გადაადგილდნენ  უფასოდ. ჩემს დროს იყო სტუდენტური ბილეთი, რომელიც გაძლევდა ფასდაკლებას. უნდა იყოს სპეციალური ფასდაკლება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე. ჩვენ უნდა მივმართოთ ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ და კულტურული  განვითარებისკენ. ანალოგიური ბარათები დამზადდება არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ მათი ბებიისთვის და ბაბუებისთვის - ბარათი 65+, რითაც შეეძლებათ სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ღონისძიებაზე ისნის მოსახლეობას სიტყვით მათმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამ მიმართა. გალდავამ იმ უიმედობაზე, სიღარიბესა და გაჭირვებაზე ილაპარაკა, რომლის წინაშეც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილია.

“უიმედობა, სიღარიბე, ბავშვთა შიმშილი, ოკუპანტის მიმართ მავნებლური  და დანაშაულებრივი პოლიტიკა. ჩვენ ვართ ახალი ძალა, ახალი იმედი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მზად არის, ხელში აიღოს ქვეყნის მმართველობა და შექმნას ისეთი სახელმწიფო, სადაც მოქალაქე იქნება დაცული და პასუხისმგებლიანი სახელმწიფო. "ლელო” დადებს თავისი გამარჯვების ლელოს,”- განაცხადა ლანა გალდავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...