მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...
· საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...
|
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ახალი შოურუმის რეკონსტრუქცია დასკვნით ეტაპზე გადადის. იაპონური ბრენდის ქართული წარმომადგენლობა 2024 წლიდან მომხმარებლებს სრულიად განახლებულ სივრცეში უმასპინძლებს. ვიზუალურ მახასიათებლებთან ერთად, სრულად იცვლება შოურუმის კონცეფციაც, რაც რეგიონში განსხვავებული მომსახურების პრეცედენტს შექმნის.
ახალი კონცეფციის თანახმად, ყველა პროდუქტი და სერვისი ერთ მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსდება, რაც მომსახურების პროცესს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გაამარტივებს. ახალი ვიზუალური იდენტობის მთავარი კონცეფცია სრულიად განახლებული სივრცეა, სადაც თითოეულ მომხმარებელს ბრენდთან უშუალო ინტერაქციის შესაძლებლობა ექნება როგორც ციფრული გზით, ისე პერსონალური მრჩევლის დახმარებით. განახლებულ შოურუმში განთავსებული ციფრული მონიტორები მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, დეტალურად გაეცნოს სხვადასხვა პროდუქტს.
გარეგანი იერსახის ცვლილებასთან ერთად, მომსახურების სტანდარტის გასაახლებლად იგეგმება ორგანიზაციული ტრანსფორმაციაც. ახალი სისტემის საშუალებით შესაძლებელი იქნება ფრონტის თითოეული თანამშრომლის ცენტრალიზებული მართვა, საკვანძო პოზიციებს შორის კომუნიკაცია, ჩამოყალიბდება ახალი გუნდური მიდგომა, რაც, საბოლოო ჯამში,
მომსახურებას უფრო სწრაფსა და მოქნილს გახდის.
მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „განახლებული სივრცე მთლიანად მომხმარებლის საჭიროებებზეა ფოკუსირებული. სტუმარმა შოურუმში შემოსვლის წუთიდან მაქსიმალურად სრულყოფილი მომსახურება უნდა მიიღოს. ახალი შოურუმის კონცეფცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ ამბიციისკენ მიმავალ გზაზე, რომლის მიხედვითაც „ტოიოტას“ ყველა მომხმარებელი შეძლებს განსაკუთრებული გამოცდილების მიღებას, რაც გულისხმობს პერსონალურ მიდგომას ყველა მომხმარებლისადმი. „ტოიოტას“ იაპონური კულტურის ნაწილია „ომოტენაში“, რაც ყოველი მომხმარებლის ჩვენს სახლში მოსულ სტუმართან გაიგივებასა და შესაბამის მოპყრობას ნიშნავს. განახლებული კონცეფცია, ვფიქრობთ, მოგვცემს საშუალებას, ეს ყველაფერი რეალობად ვაქციოთ“.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმის რეკონსტრუქცია 2023 წელს დაიწყო. ახალი მოდერნიზებული შოურუმის გახსნა და იაპონური ბრენდის განახლებული ონცეფციით ოპერირება 2024 წლის დასაწყისიდანაა დაგეგმილი.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ 2014 წელს ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვის ცენტრის ოფიციალური სტატუსი მიიღო. შოურუმი თბილისში 10 წლის წინ გაიხსნა. მისი რეკონსტრუქცია რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და განახლებული სივრცე სტუმრების მიღებას იანვრიდან შეძლებს. ევროპული სტანდარტების შოურუმი უნივერსიტეტის ქ. #6-შიმდებარე 800 კვ/მეტრ ფართობზეა განთავსებული. ინტერიერი „ტოიოტას“ საერთაშორისო გაიდლაინით მოეწყობა.
----
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტა სუახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
· საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...
კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...
საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...
თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვა...
თიბისი კაპიტალმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან - Fitch Ratings-თან და Scope Ratings-თან ერთად, კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრაში, სარეიტინგო კომპანიებთან ე...
თიბისი განაწილება მომხმარებლებისთვის ყოველი თვის ორმაგ თარიღში განსაკუთრებულ შეთავაზებებს აანონსებს. პირველად, დამატებითი სარგებლით ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას, 04/04 რიცხვში, ICR- ის და O...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები