„ჩიტი თავისუფალია“ - ილონ მასკმა „ტვიტერი“ 44 მილი...
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, Space X-ისა და „ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა. მედიაში...
|
მას შემდეგ, რაც Volvo-მ გაავრცელა განცხადება, რომ ელექტრომობილების ბაზარზე Tesla-ს გამოწვევას შეეცდება, ავტომწარმოებელი მორიგ სვლას აკეთებს და უპილოტო ავტომობილთა ბრძოლაში ერთვება.
შვედური საავტომობილო გიგანტი პროექტის ფარგლებში კომპანია Nvidia-სთან გაერთიანდა და გამოიყენებს მის Drive PX-ს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს შეაგროვოს მონაცემები 12 ვიდეოკამერიდან, რადარიდან და ზებგერითი სენსორებიდან.
პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც უპილოტო სისტემა იფუნქციონირებს, Autoliv-ის მიერაა დაწერილი, რომელთანაც Volvo-მ პარტნიორობა ახალი სახელით Zenuity დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობის ზოგიერთი ნაწილი ექსკლუზიურად Volvo-სთვის იქნება განკუთვნილი, სხვა ასპექტები, რომელთაც Autoliv-ი შექმნის, სხვა ავტომწარმოებლებზეც გაიყიდება.
უპილოტო ავტომობილთა სულ უფრო მზარდმა ინდუსტრიამ — რომელსაც აქვს პოტენციალი საავტომობილო გზები სწრაფი და უსაფრთხო გახადოს — კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე წაახალისა ავტომწარმოებელთა და კომპიუტერულ ბაზარზე, რათა ამ ტექნოლოგიის საკუთარი ვარიანტები აწარმოონ. მათ შორის აღმოჩნდა Volvo-ც — კომპანია დიდი სახელითა და დიდი ფულით.
მომავლის ტრანსპორტის მარათონში ასევე ჩართულნი არიან Tesla, რომელიც ამ ტექნოლოგიებში უპირობო ლიდერია, Google-ი და ახლა უკვე Volvo-ც.
აღსანიშნავია, რომ ამ ბაზარზე ასევე შედის Ford-ი, რომელიც იმდენად შორს წავიდა, რომ საკუთარი ავტომობილები თოვლიან გარემოშიც გამოსცადა.
ფაქტია, რომ ავტომწარმოებლებს შორის ამ სეგმენტში სასტიკი კონკურენცია იწყება, კონკურენცია კი როგორც წესი, ყოველთვის ასაზრდოებს ინოვაციებს.
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, Space X-ისა და „ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა. მედიაში...
სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsun...
Teslas da SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ამბობს, რომ ის მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც დაახლოებით 5 წელიწადში ენების ...
კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს, რომ2020 წელს ქვეყანამ 5G ინტერნეტის გამოყენება დაიწყოს. 21 საუკუნეში, როდესაც ვითარდება და ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები, უმნიშვნელოვა...
სოციალური ქსელის მომხმარებელი დავით მამაცაშვილი სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოყვა. ის პირველი ქართველია, ვისთანაც ჩიპის იმპლანტაცია განხორციელდა. "სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ გუ...
HUAWEI-ს ხსენებისას ყველას ფაქტობრივად ერთნაირი ასოციაცია უჩნდება - მაღალი ხარისხის სმარტფონები ნებისმიერი ინტერესის მქონე მომხმარებლისთვის. ამასთან ერთად, კომპანია მუდმივად აუმჯობესებს ისეთ პარამეტრე...
თუ თქვენი სმარტფონის გამოყენებისას გაქვთ დისკომფორტი და ხვდებით, რომ გაკლიათ გარკვეული ფუნქციები, რომლებიც გაგიადვილებდათ მუშაოების პროცესს; ან თუნდაც ტელეფონიდან ფოტოებისა და ფაილების გადატანა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები