თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
კიდევ უფრო დახვეწილი და გამორჩეული - „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში ახალი ავტომობილი წარადგინა. „ველნეს კურორტ ბიოლიში“ Mazda-ს პრემიუმ მოდელის CX60-ის შესაძლებლობები პირველად მედიის წარმომადგენლებმა შეაფასეს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე ენახათ ახალი ავტომობილი, გასცნობოდნენ მის შესაძლებლობებსა და დიზაინის სიახლეებს.
Mazda CX60 პრემიუმ კლასის მოდელია, რაც გამოიხატება როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის სხვადასხვა დეტალში, ასევე მძღოლსა და მგზავრებზე ორიენტირებულ მოწინავე ტექნოლოგიებში, უსაფრთხოების სისტემებსა და სხვა ტექნიკურ მახასიათებლებში. Miled Hybrid ვერსიაში პირველად ვხვდებით ახალ 3.3 ექვსცილინდრიან ძრავას. ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის ძრავით, რომელსაც ეხმარება ელექტროგენერატორი, რაც უზრუნველყოფს წვის შემცირებას, უკეთეს აჩქარებასა და მაქსიმალურად ნაკლებ ხმაურს. გარდა ამისა, ბევრად ნაკლებია გამონაბოლქვის დონეც.
ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ საქართველოში იაპონური ბრენდის ახალი მოდელი უკვე წარვადგინეთ. ამ ავტომობილში, პირველად Mazda-ს ისტორიაში, შემუშავდა უკანა წამყვანი ხიდების სისტემა ქროსოვერზე. Miled Hybrid ძრავა, ცხადია, ნიშნავს ნაკლებ წვას, ნაკლებ გამონაბოლქვსა და, შესაბამისად, ნაკლებ ზიანს გარემოსათვის.
Mazda მომხმარებლებს სთავაზობს ტექნოლოგიას SKYACTIVE, რომელიც გამოიყენება ავტომობილის დაკიდების სისტემაში, გადაცემათა კოლოფში და რაც მთავარია, ძრავაში. ეს კი განაპირობებს მაღალ სიმძლავრეს, მაქსიმალურ ეფექტიანობას, საწვავის ნაკლებ მოხმარებასა და მცირე გამონაბოლქვს“.
Mazda CX60 აღჭურვილია სახის ამოცნობის ინოვაციური სისტემით, რომელიც ავტომობილის სალონშია დამონტაჟებული. მეხსიერების პაკეტი მანქანებში ახალი სპეციფიკაცია არ არის, თუმცა მაზდას შემთხვევაში ის დაკავშირებული იქნება სახის ამოცნობის სისტემასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი ავტომატურად მიიღებს დამახსოვრებულ კონფიგურაციას მას შემდეგ, რაც მძღოლს ამოიცნობს. ავტომობილის ჩაქრობის შემდეგ ის ავტომატურად გასწევს სავარძელს უკან იმისათვის, რომ მძღოლს მანქანიდან გადმოსვლა გაუადვილოს.
ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „აღსანიშნავია, რომ Mazda CX60-ით პრემიუმ ავტომობილების სეგმენტში გადავიდა. ყურადღება დეტალებისადმი, დიზაინის ფილოსოფია, რომელიც Mazda-ს იაპონური მემკვიდრეობიდან გამომდინარეობს, მასალების სელექცია, რომლებიც გამოყენებულია ავტომობილში, მძღოლსა და მგზავრებზე ორიენტირებული უსაფრთხოებისა და სხვა მოწინავე ტექნოლოგიები განაპირობებს იმას, რომ Mazda-ს ეს მოდელი პრემიუმ სეგმენტის ავტომობილების სიას სამართლიანად იკავებს“.
საქართველოს ბაზარზე ამ ეტაპზე Mazda CX60-ის Miled Hybrid და ბენზინის (skyctive) მოდელებია წარმოდგენილი. „მაზდა ცენტრი თეგეტა“ უახლოეს პერიოდში Plug In Hybrid ვერსიის შემოყვანას გეგმავს.
--
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები