თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
გაზაფხულზე, ჰაერის ტემპერატურის ხშირი ცვლილების გამო, ავტომობილით გადაადგილებისას მზად უნდა ვიყოთ როგორც მზიანი, ისე წვიმიანი დღეებისთვის. ცვალებადი ამინდი და აღდგომის დღესასწაულზე გახშირებული მობილობა, გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებს. უსაფრთხოებისთვის კი გამართული ავტომობილი, მთავარი პირობაა.
სადღესასწაულო დღეებში, შორ დისტანციაზე წასვლამდე, ავტომობილის მომსამზადებლად, 11 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში სხვადასხვა შეთავაზება მოქმედებს.
30%-იანი ფასდაკლება ავტონაწილებზე
შორ მანძილზე ავტომობილით გადაადგილებისას ძალიან დიდი დატვირთვა მოდის სავალი ნაწილისა და სამუხრუჭე სისტემის დეტალებზე. მათი გამართულობა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს პრემიუმ ხარისხის ხუნდებზე, როგორიცაა ATE, TRW და Ferodo. ასევე ანთების სანთლებზე, ნათურებზე, ZF-ზე, SACHS-ზე, LEMFÖRDER-სა და Toyota-ს ორიგინალ ნაწილებზე.
30%-იანი ფასდაკლება საბურავებზე
საბურავი ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელიც უშუალოდ ეხება გზის სავალ ნაწილს. ამიტომ მისი ხარისხი და საიმედოობა უმნიშვნელოვანესია. ცვალებადი ამინდების დროს, გრძელ გზაზე მოძრაობისას კი აუცილებელია, საბურავები სწორად გქონდეთ შერჩეული. „თეგეტა მოტორსში“ 30%-იანი ფასდაკლება საბურავების ყველა ბრენდზე მოქმედებს.
30%-იანი ფასდაკლება აკუმულატორებზე
აკუმულატორის რესურსზე ზამთრის სიცივეები უარყოფითად მოქმედებს. დიდია ალბათობა იმისა, რომ ავტომობილის ჩაქრობის შემდეგ რესურსამოწურულმა აკუმულატორმა ვეღარ შეძლოს საკმარისი ენერგიის მიწოდება ძრავის ამძრავისთვის და ავტომობილი აღარ დაიქოქოს. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
30%-იანი ფასდაკლება საცხებ-საპოხ მასალებზე
ავტომობილის ძრავისათვის რამდენიმესაათიანი გაუჩერებელი დატვირთვა შესაძლებელია დამაზიანებელი აღმოჩნდეს, თუ ძრავის ზეთს, გაგრილების ან სამუხრუჭე სითხეებს ამოწურული აქვთ რესურსი. ძრავის ზეთი დროთა განმავლობაში კარგავს იმ თვისებებს, რაც საჭიროა ძრავის გამართული მუშაობისათვის. მოგზაურობის დაგეგმვამდე, პრემიუმ ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების შეძენა თეგეტა მოტორსში 30%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი.
„თეგეტა მოტორსის“ ფილიალების გარდა, ფასდაკლება ვრცელდება ონლაინშოპში პროდუქციის შეძენისასაც. მეტი კომფორტისთვის კი შესაძლებელია, დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინჯავშნით სარგებლობა.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები