„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტ...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
|
Tegeta Approved მეორადი ავტომობილების ციფრული გაყიდვების ინოვაციური პორტალია, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Pulsar-ის გუნდის კოლაბორაციითშეიქმნა. ახალი პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეარჩიოს და შეიძინოს მეორადი სერტიფიცირებული ავტომობილები. გარდა ამისა, ციფრულ პორტალზე არსებული მანქანების გაყიდვა და ჩანაცვლებაც შესაძლებელია.
Tegeta Approved-ზე განთავსებული თითოეული ავტომობილი იდეალურ მდგომარეობაშია, სრულყოფილად არის შემოწმებული „თეგეტა მოტორსის“ ექსპერტების მიერ, შეფასებულია 150-პუნქტიანი სისტემით და მოჰყვება ერთიდან ხუთ წლამდე გარანტია. Tegeta Approved-ის ავტოპარკი დაკომპლექტებულია აუქციონსა და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი, სუფთა ისტორიის მქონე, 7 წლამდე ასაკის ავტომობილებით, რომელთა მაქსიმალური გარბენი 160 000 კმ-ია.
ლაშა ფეიქრიშვილი, „Tegeta Approved“-ის დირექტორი: „საქართველოში მეორადი ავტომობილების ბაზარი საკმაოდ ქაოსურია. მომხმარებელს აქვს ორი არჩევანი: თავად ჩამოიყვანოს ან ადგილობრივ ბაზარზე შეიძინოს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ აქვს გარანტია, რომ ავტომობილი ნამდვილად გამართულია. „თეგეტა ეფრუვდით“ მანქანის ყიდვას ის უპირატესობა აქვს, რომ აქ შეძენილი ავტომობილი შემოწმებული და ხარისხიანია. მომხმარებელს აღარ უწევს ზედმეტი ხარჯის გაღება და სხვადასხვა დეტალის შესამოწმებლად სიარული. „თეგეტა ეფრუვდის“ მომხმარებლებს ვუქმნით შესაძლებლობას, რომ მეორადი ავტომობილები სრულიად განსხვავებული მიდგომით შეიძინონ - მათთვის სასურველი მანქანა შეარჩიონ ვებგვერდზე, ადგილზე დეტალურად დაათვალიერონ, ტესტრდაივზე გამოცადონ და ყიდვის შემდეგ საგარანტიო მომსახურებითა და საკონსულტაციო სერვისითისარგებლონ“.
Tegeta Approved-ის მოწინავე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პლატფორმა Pulsar-ის გუნდთან თანამშრომლობით შეიქმნა. პლატფორმა ასევე მოიცავს მონაცემების დამუშავების ისეთ მიდგომას, რომელიც თითოეულ მომხმარებელზე მორგებულ სერვისს ქმნის.
სოფო ჭყოიძე, Pulsar-ის თანადამფუძნებელი:„თეგეტასა“ და ჩვენი თანამშრომლობის შედეგად შევქმენით მომხმარებელზეორიენტირებული პლატფორმა, რომელიც ცვლის მეორადი ავტომობილის ყიდვის, გაყიდვისა და გადაცვლის გამოცდილებას. პლატფორმის უპირატესობა ორი გუნდის გამოცდილების სინთეზია. ერთი მხრივ, „თეგეტა“, როგორც ბაზრის ლიდერი ავტოინდუსტრიაში არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში და მეორე მხრივ, პულსარის გუნდი, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის ლიდერი საერთაშორისო პროდუქტის შექმნის ექსპერტიზით“.
როგორ შევიძინო ავტომობილი Tegeta Approved-ის პორტალზე
Tegeta Approved-ის პორტალზე შეარჩევთ სასურველ მოდელს, უფასოდ გადაამოწმებთ ვინკოდს და გაეცნობით ავტომობილის ისტორიას.
„შეიძინე ონლაინ“ ღილაკზე დაწკაპუნებითაფიქსირებთ, რომ დაინტერესებული ხართ მისი შეძენით, რის შემდეგაც გიკავშირდებათ კომპანიის წარმომადგენელი, გიჯავშნით ვიზიტს და შოურუმში ნახულობთ შერჩეულ ავტომობილს. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მანქანის ტესტდრაივზეგამოცდა თბილისში, ნებისმიერ სასურველ ლოკაციაზე. შეძენისას თანხას გადაიხდით ადგილზე, უნაღდო ანგარიშსწორებით ან შეგიძლიათ, ისარგებლოთ ბანკისა და ლიზინგის ექსკლუზიური პირობებით.
როგორ გავყიდო ან ჩავანაცვლო ძველი ავტომობილი ახლით
ავტომობილის გასაყიდად ან ძველის ახლით ჩასანაცვლებლად მოთხოვნას არეგისტრირებთ „თეგეტა ეფრუვდის“ პლატფორმაზე, რის შემდეგაც გიკავშირდებათ შესყიდვების მენეჯერი და გინიშნავთ ვიზიტს.
ავტომობილის ჩაბარების შემთხვევაში, ის უნდა იყოს მაქსიმუმ შვიდი წლის და გავლილი არ უნდა ჰქონდეს 160 000 კმ-ზე მეტი. შოურუმში ავტომობილის მიყვანისას ექსპერტები განსაზღვრავენ მის საბაზრო ღირებულებას და თანხას ჩაგირიცხავენ შეფასებიდან ერთ სამუშაო დღეში.
თუ ძველი ავტომობილის ახლით ჩანაცვლება გსურთ, ამ შემთხვევაში ავტომობილის წლოვანებასა და გარბენში შეზღუდვა არ გექნებათ. ახალ ავტომობილს სრულად გამოაკლდება ძველის თანხა და მხოლოდ სხვაობის დამატება მოგიწევთ.
გარანტია
„თეგეტა ეფრუვდის“ ავტომობილებს მოჰყვება მინიმუმ ერთწლიანი გარანტია, რომელიც ვრცელდება ძრავაზე, გადაცემათა კოლოფსა და ხიდებზე. მომხმარებელს საგარანტიო ვადის გახანგრძლივება შეუძლია ყოველი 30 000 კმ-ის გავლის შემდეგ იმ დრომდე, სანამავტომობილი, ჯამში, 190 000 კმ-ს არ გაივლის.
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები